გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

ჯვრის მონასტერი
აღწერა
საუკეთესო პერიოდი:
ყველა სეზონი
ველობილიკი იწყება თბილისი - გორის მთავარი მაგისტრალიდან, ჯვრის მონასტერთან ახლოს. თავიდან გრუნტიანი გზა მიუყვება მინდორს ბოლოს კი ერთი საკმაოდ დიდი აღმართით პირდაპირ მთის წვერზე ადის და ჯვრის მონასტერთან სრულდება. აღმართი საკმაოდ რთულია და შეიძლება ველოსიპედის ხელით ტარება მოგიწიოთ. თუმცა მანძილი არც ისე დიდია, ის სულ რაღაც 1 კილომეტრი გრძელდება.
ჯვრის მონასტრიდან მარშრუტი ჩვეულებრივი სამანქანო გზით ეშვება ქვემოთ და სრულდება ავჭალის გზაზე.
გზის საფარის ნაწილი გრუნტიანია და ამიტომ რეკომენდებულია სამთო ველოსიპედის გამოყენება.
- ხანგრძლივობა
- 1 დღე
- სირთულე
- მარტივი
- მანძილი
- 7 კმ
- მანძილი დედაქალაქიდან
- 20 კმ
დასვი კითხვა
გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.