აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ტბებისა და წიწვოვანი ტყეების მოყვარულებს ბორჯომის ხეობა სთავაზობს კახისის, ჩიტოს და წეროს ტბებს. ტბები განლაგებულია ხეობის მარჯვენა სანაპიროზე სოფელი ჭობისხევის თავზე. სამივე ტბა ტყით პირას მდებარეობს და ოთხივე სეზონზე ლამაზია სანახავია.

გეგმა:

01

დღე 1 - ასვლა კახის ტბაზე

უმოკლესი და ამავდროულად ოპტიმალური გზა ტბებამდე ჭობისხევზე გადის. ჭობისხევში შეგიძლიათ მოხვდეთ ბორჯომის ხეობის ცენტრალური გზიდან. ტბებამდე გასავლელი მანძილი ჭობისხევიდან 11 კილომეტრს შეადგენს და სიმაღლეში 1000 მეტრის აწევა გიწევთ.

02

დღე 2 - დაშვება ჭობისხევში

ეშვებით იგივე გზით სოფელ ჭბისხევში საიდანაც გამოდიხართ ცენტრალურ გზაზე.

ტრანსპორტი:

ტბებთან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის 4X4 ტრანსპორტით სოფელი ჭობისხევის გავლით. მოლაშქრეებისთვისაც უმოკლესი მანძილი სოფელ ჭობისხევზე გადის.

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
20 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
180 კმ

გეგმა

დღე 1 - ასვლა კახის ტბაზე

დღე 2 - დაშვება ჭობისხევში

კითხვები და პასუხები

beqa beqa
beqa beqa

გამარჯობათ, ამ შაბათ კვირას (6-7 აპრილს) ვაპირებ ამ მარშრუტზე წასვლას, და ხომ არ იცით ეხლა როგორი გზაა ან ამ.პერიოდში კარგია თუ არა მანდ წასვლა? და ტბებთან არის თუ არა სასმელად ვარგისი წყალი, მადლობა წინასწარ ;) განახლებული საიტი ძალიან მომეწონა წარმატებები, ისე კარგი მარშუტი მაქვს ჩაწერილი ნადარბაზევის და თუ ამ საიტზე დაგჭირდებათ გამოგიგზავნით... დეტალურად

გამარჯობათ, ამ შაბათ კვირას (6-7 აპრილს) ვაპირებ ამ მარშრუტზე წასვლას, და ხომ არ იცით ეხლა როგორი გზაა ან ამ.პერიოდში კარგია თუ არა მანდ წასვლა? და ტბებთან არის თუ არა სასმელად ვარგისი წყალი, მადლობა წინასწარ ;) განახლებული საიტი ძალიან მომეწონა წარმატებები, ისე კარგი მარშუტი მაქვს ჩაწერილი ნადარბაზევის და თუ ამ საიტზე დაგჭირდებათ გამოგიგზავნით

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

გამარჯობა ბექა, ეხლა გარდამავალი პერიოდია თოვლი ბოლომდე არ იქნება დამდნარი და ჯერ გარემო კარგად ამწვანებული არ არის. წყალის პრობლემა გაზაფხულზე არ შეგექმნებათ. აპრილის ბოლოს უფრო კარგის სანახავი იქნება როდესაც გაზაფხული ფეხს მოიკიდებს და გარემო უფრო მწვანე დაგხვდებათ.

beqa beqa
beqa beqa

გაიხარე დავით , წავალ ვცდი მაინც, მერე დავწერ თუ როგორი სასიხარულოა და სურათებსაც მოგაწვდით

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კახისის, ჩიტოს და წეროს ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!