დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ლაკუმურაშ ტობა - Lakumurash Toba lake ლაკუმურაშ ტობა - Lakumurash  Toba lake ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა - Lakumurash  Toba lake ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route ლაკუმურაშ ტობა, ხაიში - ლაკუმურაშ ტობა მარშრუტი - Lakumurash Toba lake, Khaishi - Lakumurash Toba route

ხაიში - ლაკუმურაშ ტობის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

ლაკუმურაშ ტობას ბილიკი ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტია საფეხმავლო მარშრუტებს შორის. ტბა მდებარეობს ეგრესის ქედზე, ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე.

ტბამდე მისასვლელად ორი ვარიანტია, სამეგრელოს ტობავარჩხილის ტბიდან გადმოსვლა ლაკუმურაშ ტობაზე, ან ხაიშიდან ასვლა.

ხაიში - ლაკუმურაშ ტობას ბილიკის სირთულეს წარმოადგენს გაუვალი მაღალი ბალახები და ეკალბარდები, მდინარეების კვეთა, სიმაღლის აწევა 1300 მეტრამდე და ბოლო ყველაზე რთული მონაკვეთი, ტბის ძირში, დიდი დახრილობის კლდოვან ფერდობზე ასვლა - აცოცება (ამ მონაკვეთზე საჭიროა თოკები). ბილიკი მოითხოვს კარგ ფიზიკურ მზაობას ამ სირთულეების გადასალახავად.

მარშრუტი იწყება ხაიშში, საიდანაც მიდის სამანქანე გრუნტიანი გზა სოფელ ზედა ვედისკენ. გზა გაივლის სოფელ ქვედა ვედს და არ მისული სოფელ ზედა ვედში, გზა უხვევს მარჯვნივ ხიდზე, ძველ შეშის გზაზე, საიდანაც იწყება ბილიკი ტბისაკენ. სამანქანე გზის მანძილი, ხაიშიდან ბილიკის დასაწყისამდე 11 კმ-ია, ხოლო ბილიკის სიგრძე 8 კმ-ია. საფეხმავლო ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 1150 მეტრზე და ადის 2550 მეტრზე.

სამანქანე გზის დასაფარად საჭიროა, მაღალი გამავლობის (4x4) ავტომობილი.

გეგმა:

01

დღე 1

საფეხმავლო ბილიკი იწყება სოფელ ზედა ვედამდე 2 კმ-ში, ზღვის დონიდან 1150 მეტრზე, ძველ სამანქანო გზაზე, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს და ხშირად რთულად შესამჩნევია გზა.
საწყისი წერტილიდან 500 მეტრში ბილიკი კვეთს მდინარე თხიკს და მიუყვება ბილიკს მდინარე თხეიშის ხეობაში, ტყიან ზონაში, მცირე აღმარტებით. ტყიდან ბილიკი გადის კლდეებით და მთებით გარშემორტყმულ გაშლილ მინდორზე, სადაც არის საზაფხულო ქოხი და შესანიშნავი ხედები იშყება. ქოხის მოპირდაპირე კლდეზე, უზარმაზარი კასკადოვანი ჩანჩქერი გადმოჩქებს.
მინდორის ბოლოს, საწყისი წერტილიდან დაახლოებით 5 კმ-ში, ბილიკი კვეთს ჩანჩქერებიდან ჩამომავალ მდინარეს და მიუყვება ისევ თხეიშის მდინარეს, საიდანაც იწყება აღმართები ტბამდე.
მკვეთრი აღმართების დასაწყისიდან მოსჩანს ორო დიდი ჩანჩქერი, რომლებსაც ბილიკი უვლის გვერდს და დაახლოებით 1.5 კმ-ში ბილიკი მიდის კლდოვან ფერდთან, ლაკუმურაშის ტბის ძირას.
კლდოვანი ფერდის სიმაღლდე დაახლოებით 200 მეტრია, ასასვლელად საჭიროა უსაფრთხოებისთვის თოკების გამოყენება. ამ უკანასკნელი სირთულის გადალახვის შემდეგ, თქვენს თვალწინ გადაიშლება საოცარი ხედები ლაკუმურაშის ტბაზე.
ლაკუმურაშის ტბასთან არის საბანაკე ადგილი. ხოლო ტბის თავზე, კლდეებში არის მყინვარი, მყინვარის ძირში კი, კიდევ ერთი მცირე ზომის ტბაა.

02

დღე 2

მეორე დღეს ტბიდან იგივე გზით ვეშვებით უკან.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

42.944097 , 42.184771
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 20 კმ
სირთულე: რთული

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+60
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხაიში - ლაკუმურაშ ტობა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!