აღწერა


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ველობილიკი იწყება თბილისი - მანგლისის გზაზე, კიკეთის გადასახვევთან. იგი გაივლის კიკეთს და სატყეო გზით ეშვება ასურეთის მიმართულებით. GPS ტრეკზე მითითებულია გადასახედი, რომელიც კიკეთთან ახლოს მდებარეობს. სულ რამდენიმე ასეული მეტრი დაგჭირდებათ ამ ადგილამდე მისასვლელად. აქედან იშლება ულამაზესი ხედი ქვემო ქართლზე. გადასახედიდან ისევ უკან დაბრუნება და გზის გაგრძელება მოგიწევთ. ამ ადგილიდან ველობილიკი ძველ სატყეო გზას მიუყვება. მარშრუტზე აღმართები თითქმის არ შეგხვდებათ, რადგან ასურეთამდე სულ დაღმართია. ქედიდან დაშვების შემდეგ მარშრუტი გადის უზარმაზარ მინდორს და სრულდება ასურეთში, თბილისი - თეთრიწყაროს დამაკავშირებელ გზაზე.

მარშრუტის უმეტესობა სატყეო გზაზე გადის და შესაბამისად რეკომენდებულია სამთო ტიპის ველოსიპედის გამოყენება.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
15 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
25 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კიკეთი - ასურეთი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!