აღწერა


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ველობილიკი იწყება კოჯორში. თავიდან იგი მიემართება კოჯრის (ქოროღლის) ციხისკენ. ქოროღლის ციხესთან შეგიძლიათ შეისვენოთ, ხედებით დატკბეთ და ფოტოები გადაიღოთ. აქედან მცირე მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკი ჩადის, რომელიც არის კლდოვანი და გამოუცდელ ველოსიპედისტებს ხელით ჩაყვანა მოუწევთ. თუმცა ეს სულ 100 - 150 მეტრი გრძელდება, შემდეგ კი ბილიკი უერთდება სატყეო გზას და ეშვება ქვემოთ, ბორბალოსკენ. გზად ტყეში შეგხვდებათ ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტერი. ამის შემდეგ კი მარშრუტი გაივლის სოფელ ღოუბანს და სრულდება ბორბალოსთან, თბილისი - თეთრიწყაროს დამაკავშირებელ გზაზე.

ამ ველობილიკზე აღმართებს თითქმის ვერ შეხვდებით, კოჯრიდან ბორბალომდე სულ დაღმართში მოგიწევთ სიარული, ამის გამო ბილიკი ითვლება მარტივად, თუმცა მარშრუტზე რთულ მონაკვეთებსაც ხშირად შეხვდებით.

მარშრუტი უმეტესად სატყეო გზას მიუყვება და ამიტომ რეკომენდებულია სამთო ველოსიპედის გამოყენება.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
13 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
22 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კოჯორი - ბორბალო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!