აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლომისმთის ბილიკზე  თქვენ შეგხვდებათ შერეული ტყეები, ლომისმთის მწვერვალი, ალპური მდელო და წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.  ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

გეგმა:

01

დღე 1: ლიკანი - ლომის მთს თავშესაფარი

მარშრუტი იწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესასვლელთან. თავდაპირველად მარშრუტი მიუყვება სამანქანო გზას. მარშრუტზე გიწევთ მდინარეზე ხიდით გადასვლა და მალევე შეგხვდებათ საინფორმაციო დაფა. საინფორმაციო დაფიდან ბილიკი მარცხნივ გრძელდება და მთაზე სერპანტინით ადის. სიმაღლის აკრეფა მთელი დღის განმავლობაში გიწევთ, თუმცა მარშრუტში შედარებით სწორი მონაკვეთებიც არის, რაც დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ბილიკი გამოკვეთილი და მარკირებულია. პირველ დღეს ფეხით გასავლელი მანძლი შეადგენს 13 კილომეტრს. დღის ბოლოს როდესაც ბილიკი კვლავ სამანქანე გზას უერთდება სვლას აგრძლებთ მარცხვნივ და გზა თავშესაფრამდე მიგიყვანთ.

02

დღე 2: წმინდა გიორგის ეკლესია - ლიკანში დაბრუნება

თავშესაფრიდან ბილიკი ჩრდილო დასავლეთით მიემართება. ბილიკი კარგად არის გამოკვეთილი და მიგიყვანთ ლომის მთამდე. წმინდა გიორგის ეკლესია ბილიკთან ახლოს თხემზე მდებარეობს, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება ეროვნულ პარკსა , ხოლო კარგ ამინდიში შესაძლებელია კავკასიონის დანახვა. მარშუტი იმავე გზით ბრუნდება ლიკანში

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
34 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ
აღჭურვილობა
საძილე ტომარა

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8

გეგმა

დღე 1: ლიკანი - ლომის მთს თავშესაფარი

დღე 2: წმინდა გიორგის ეკლესია - ლიკანში დაბრუნება

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლომისმთა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!