აღწერა


საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ველობილიკი იწყება მამკოდასთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში და მიუყვება გრუნტიან სამანქანო გზას მამკოდის მამათა მონასტრის მიმართულებით. მარშრუტის პირველ ნაწილში საკმაოდ დიდი აღმართების გავლა მოგიწევთ. გზა შედარებით მარტივია მამკოდის მამათა მონასტრამდე. როდესაც მონასტერთან მიხვალთ შეგიძლიათ შეისვენოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით თბილისზე. მონასტრის შემდეგ გზა კვლავ აღმართში მიუყვება ქედს. ეს მონაკვეთი ყველაზე რთულია, რადგან გზა ძალიან დაზიანებულია და დიდი აღმართი კიდევ უფრო ართულებს ველოსიპედით გადაადგილებას. გამოუცდელ ველოსიპედისტებს შეიძლება ველოსიპედის ხელით ტარება მოუწიოთ. თუმცა სულ რამდენიმე კილომეტრში თქვენ მიაღწევთ უმაღლეს წერტილს, საიდანაც იწყება დაღმართები.  გზად შეხვდებით რამდენიმე ნავთობის საბადოს და ტალახს. საბოლოოდ კი სატყეო გზა ჩაგიყვანთ ნორიოში საიდანაც უკვე მოასფალტებული გზით შეუერთდებით თბილისის შემოვლით გზას.

მარშრუტის უმეტესი ნაწილი სატყეო გზას მიუყვება, რის გამოც რეკომენდებულია სამთო ველოსიპედის გამოყენება.

ხანგრძლივობა
1 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
35 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
21 კმ
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მამკოდა - ნორიო

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!