აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

მემულის ტბა მდებარეობის ჭუბერის თემში ზღვის დონიდან 2750 მეტრზე. ტბა განლაგებულია მდინაარეების ნენსკრასა და საკენის გამყოფი ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. მარშრუტი იწყება მემულის საზაფხულო ფერმებიდან, მიუყვება მდინარე მემულის ხეობას და ადის ტბასთან, რომელიც მდებარეობის მემულის უღელტეხილის ძირში.

გეგმა:

01

დღე 1 - ტრანსპორტირება მემულის საზაფხულო ფერმებამდე

სოფელ ტიტამდე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით თუმცა მემულის ფერმებამდე მოსახვედრად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ავტომობილი.

02

დღე 2 - მემულის ტბაზე ასვლა

დღის განმავლობაში გიწევთ ვერტიკალში 1470 მეტრის აკრეფა. დასაწყისში ბილიკის ზედაპირი არის ძალიან კარგად გამოკვეთილი და მარტივი სასიარულო. მიუყვებით მდინარე მემულის ხეობას, რამდენიმე ადგილას გხვდებათ ნაკადული სადაც შეძლებთ წყლის მარაგის შევსებას. ხეობაში შეგხვებათ მწყემსის ქოხი. პირველი დღის ბოლოს მოგიწევთ დაძლიოთ მკვეთრი აღმართი. აღმართზე ბილიკი არ არსებობს და გიწევთ დამოუკიდებლად გაიკვალოთ გზა მაღალ ბალახებში. სიმაღლის აკრეფასთან ერთად ბალახის სიმაღლე მცირდება. აღმართის ბოლოსკენ მოგიწევთ მცირედით კლდეზე აცოცება. ბანაკის გაშლა შესაძლებელია ტბის აღმოსავლეთ ნაწილში. სასმელად ვარგისი წყალი ტბას უერთდება ჩრდილოეთის მხრიდან.

03

დღე 3 - უკან დაშვება და შინ დაბრუნება

დაშვება მემულის საზაფხულო ფერმებამდე. დაშვებისას შეეცადეთ იგივე ბილიკით დაბრუნდეთ რითაც ახვედით.

ტრანსპორტი:

მემულის საზაფხულო ფერმებამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის 4X4 ჯიპის ტრანსპორტით.

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
15 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
420 კმ

გეგმა

დღე 1 - ტრანსპორტირება მემულის საზაფხულო ფერმებამდე

დღე 2 - მემულის ტბაზე ასვლა

დღე 3 - უკან დაშვება და შინ დაბრუნება

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!