აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი
მარშრუტი არის ერთ-ერთი გამორჩეული სვანეთის ტერიტორიაზე. იგი იწყება მესტიიდან და მთავრდება უშგულში. გზად გაივლის მულახის თემს, წანერის ხეობას, სოფელ ადიშს, ადიშის ხეობას, ხალდეჭალას ხეობას, მყინვარ ხალდეს, ჩხუნდერის უღელტეხილს და მდინარე ენგურთან ერთად ეშვება უშგულში.

გეგმა:

01

დღე 1: მესტია - ჟაბეში

მარშრუტი იწყება მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმიდან ხიდით გადადის მდინარე წანერის მარჯვენა ნაპირზე და მიემართება აღმოსავლეთით მულახის თემისაკენ. მარშრუტი მიუყვება მდინარე წანერისა და მესტიაჭალას გამყოფ ქედის ჩრდილოეთ ფერდობს. მარშუტი მიადგება ღრმა ხეობას საიდანაც სამხრეთისკენ გრძელდება და გადადის მულახის თემის მხარეს. ქედზე ასულებს თქვენ წინაშე გადაიშლება მდინარე წანერის ხება, სადაც მდებარეობს მულახის თემი. ბილიკი გადის ხეობის მარცხენა მხარის შუა ნაწილში და გაძლევთ საშუალებას მოინახულოთ სოფლებში მდებარე ღირსშესანიშნაობები. პირველი დღე მთავრდება სოფელ ჟაბეშში.

02

დღე 2: ჟაბეში - თეთნულდი - ადიში

მარშრუტი ჩრდილოებისკენ მიემართება და ადის სათხილამურო კურორტ თეთმულდის გზაზე. მოკლე მონაკვეთი გზას მიუყვებით. გზიდან კვლავ ბილიკით აგრძელებთ სიარულს, რომელიც თეთნულდის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარ ადიშის წყალის ხეობის მარჯვენა ფერდობს წარმოადგენ. ბილიკით ჯერ ფერდობს მივუყვებით, ხოლო შემდგომ დაბლა ვეშვებით და ჩავდივართ სოფელ ადიშში.

03

დღე 3: ადიში - ხალდეჭალა (საბანაკე)

ბილიკი მიუყვება ადიშის წყალის ხეობას. მყინვართან ახლოს კვეთს ადიშის წყალს, ადის ადიშისწყალისა და ხალდეჭალის გამყოფ ხედზე და ჩხუნდერის უღელტეხილის გავლით ეშვება ხალდეჭალაში. ხეობაში ჩასვლის შემდგომ ბილიკას მაღლა მიუყვება და მიდიხართ საბანაკე ადგილამდე სადაც მოგიწევთ ღამისთევა.

04

დღე 4: ხალდეჭალა - უშგული

ამ დღეს შეგიძლიათ მოინახულოთ მყინვარი ხალდე. საბანაკედან ბილიკი აღმოსავლეთით მიემართება და ადის ხალდეჭალისა და ენგურის გამყოფ ქედზე, საიდანაც ვეშვებით ჯერ ენგურის ხეობაში, ხოლო შემდგომ უშგულში.

ხანგრძლივობა
4 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
50 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
470 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8

გეგმა

დღე 1: მესტია - ჟაბეში

დღე 2: ჟაბეში - თეთნულდი - ადიში

დღე 3: ადიში - ხალდეჭალა (საბანაკე)

დღე 4: ხალდეჭალა - უშგული

კითხვები და პასუხები

Friso De
Friso De

Hello Geoland,

I had a question concerning maps of Georgia, I was in the Geoland store in Tiblisi and Mestia Looking for a large map of the how southern caucasus but i was told that they weren't made yet cause of problems with the manufacture. furthermore they told me I could buy a digital version on they're website but I haven't been able to find it. I know they're are a selections of maps on parts of the caucasus but I would like to find a large one of the whole region.

Greatings,

Friso de Groot

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მესტია - უშგული

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!