აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მწყემსების ბილიკზე თქვენ შეგხვდებათ ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია,  მწყემსების ქოხები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები.

 

ბილიკი აკავშირბს #1 და #2 მარშრუტებს ერთმანეთს და საჭიროა ორი ღამისთევა ლომისმთისა და ამარათის თავშესაფარში. ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში 2 კმ. ვაკეზე ლაშქრობის შემდეგ თქვენ შეხვდებით ეროვნული პარკის რუკას, საიდანაც დაკლაკნილი  ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს,  აღმართი დაახლოებით 3 საათს გრძელდება, შემდეგ გადის პანორამულ ხედებთან და დღის მეორე ნახევარი შედარებით იოლია,  პირველი  ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტუსრისტულ თავშესაფარში (1800 მ. ზღვის დონიდან) ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზე.

 

მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივი და რთულია, გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შიანურ პირუტყვს ინახავენ. მეორე დღეს ლაშქრობის დასაწყისი და დასასრული აღმართებია დანარჩენ ნაწილზე ძირითადად ვაკე, ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ ლაშქრობა შედარებით იოლია და ეშვებით აწყურის რეინჯერთა თავშესაფრამდე.


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.

გეგმა:

01

დღე 1

მარშრუტი იწყება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესასვლელთან. თავდაპირველად მარშრუტი მიუყვება სამანქანო გზას. მარშრუტზე გიწევთ მდინარეზე ხიდით გადასვლა და მალევე შეგხვდებათ საინფორმაციო დაფა. საინფორმაციო დაფიდან ბილიკი მარცხნივ გრძელდება და მთაზე სერპანტინით ადის. სიმაღლის აკრეფა მთელი დღის განმავლობაში გიწევთ, თუმცა მარშრუტში შედარებით სწორი მონაკვეთებიც არის, რაც დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ბილიკი გამოკვეთილი და მარკირებულია. პირველ დღეს ფეხით გასავლელი მანძლი შეადგენს 13 კილომეტრს. დღის ბოლოს როდესაც ბილიკი კვლავ სამანქანე გზას უერთდება სვლას აგრძელებთ მარცხნივ და გზა თავშესაფრამდე მიგიყვანთ.

02

დღე 2 - ლომისმთა - ამარათის ტურისტული თავშესაფარი

ეს დღე შედარებით ხანგრძლივი და რთულია, გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შიანურ პირუტყვს ინახავე. ბილიკი ადის ლომის ლომის მთაზე. ჯერ ქედის გასწვის შემდეგ კი ხეობით უკავშირდება მეღვრუკის მთას და ჩადის ამარატის ტურისტულ თავშესაფარში.

03

დღე 3 - ამარატის ტურისტული თავშესაფარი - აწყური

მარშრუტი ბოლო დღე წინა დღეებთან შედარებით მარტივია. მთელი დღის განმავლობაში დაბლა ეშვებით და ჩადიხართ აწყურის საგუშაგოსთან.

ტრანსპორტი:

.

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
მარტივი
მანძილი
54 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ

გეგმა

დღე 1

დღე 2 - ლომისმთა - ამარათის ტურისტული თავშესაფარი

დღე 3 - ამარატის ტურისტული თავშესაფარი - აწყური

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!