აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ორეთის ტბიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები, კავკასიური შურთხი და სხვა ფრინველები; ბილიკზე მოგზაურობისას მსხვილი ძუძუმწოვარი ცხოველების ან მათი ნაკვალევის (შველი, ნიამორი, დათვი და სხვ.;) ნახვის შესაძლებლობა. 


მარშრუტი იწყება სოფელ ქვემო ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან ქვეითი ბილიკი ადის ორეთის ტბაზე. ქუმელაურთის შემდეგ, ბილიკზე წყაროები აღარ გვხვდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მომარაგება. ცხენით ორეთის ტბამდე მისვლა და ომალოში დაბრუნება შესაძლებელია ერთ დღეში. ფეხით ლაშქრობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ღამის გათევა ორეთის ტბაზე. ტბასთან ახლოს არის წყარო და საკარვე ადგილი. 

ორეთის ტბის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც მოჩანს თითქმის მთელი თუშეთი. ორეთის ტბის მიდამოებში ორი ენდემური სახეობა - კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი ბინადრობს. ეს ფრინველები, ჩვეულებრივ, საღამოს და დილის საათებში აქტიურობენ და მათი დანახვა და მოსმენა ამ დროს არის შესაძლებელი. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ვიზიტორებმა შენიშნონ შველი, ნიამორი, დათვი, იშვიათად მგელი და ფოცხვერი. მათი ნაკვალევი კი ბილიკზე მრავლადაა. 

გეგმა:

01

დღე 1

სოფელი ომალო - ორეთის ტბა (9.5 კმ), ღამის გათევა კარავში ორეთის ტბის სიახლოვეს.

02

დღე 2

ორეთის ტბა - სოფელი ომალო (8.5 კმ)

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
18 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
200 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა

კითხვები და პასუხები

დამწყებთათვის არის ეს ტური რეკომენდირებული?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

მარშრუტი 2 დღიანია და თქვენ ფიზიკურ მომზადებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. საშუალო ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის 2 დღეში დაძლევადია; უმჯობესია გაიყოლოთ მეგობარი, რომელიც რამდენიმე ლაშქრობაში მაინც არის ნამყოფი. პირველივე ლაშქრობაში მარტო წასვლა არ არის რეკომენდებული. დაგჭირდება შემდეგი აღჭურვილობა: ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და საკვები .... დეტალურად

მარშრუტი 2 დღიანია და თქვენ ფიზიკურ მომზადებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. საშუალო ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის 2 დღეში დაძლევადია; უმჯობესია გაიყოლოთ მეგობარი, რომელიც რამდენიმე ლაშქრობაში მაინც არის ნამყოფი. პირველივე ლაშქრობაში მარტო წასვლა არ არის რეკომენდებული. დაგჭირდება შემდეგი აღჭურვილობა: ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და საკვები .

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!