kelitsadi lake yeliwadis tba

ყელიწადის ტბა თრუსოს ხეობიდან

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

თუ გიყვართ ველური, ხელშეუხებელი, ადამიანისგან შეურყვნელი ბუნება და სირთულეების არ გეშინიათ, მაშინ ყელიწადის ტბის მარშრუტი თქვენთვის არის. ყელიწადის ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ყელის ტბის ზეგანზე. აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. გზა იმდენად რთულია, რომ ცხენითაც კი არავინ დადის ამ მარშრუტზე. სწორედ ამიტომ არის ყელიწადის ტბა ყველაზე ველური და ხელშეუხებელი.

გეგმა:

01

დღე 1

აწყისი წერტილი გახლავთ თრუსოს ულამაზესი ხეობა. აქედან იწყებთ ფეხით სიარულს, ადიხართ ხორისარის ვულკანურ პლატოზე სადაც გხვდებათ ულამაზესი საბანაკე ადგილი უზარმაზარი სწორი მინდვრითა და მობიბინე ბალახით. წყლის მოპოვებაც არ არის პრობლემა რადგან ამ ადგილას პატარა მდინარე მოედინება. თუმცა მდინარე აგვისტოში შრება და წყლის მოპოვება შეიძლება გაგიჭირდეთ.

02

დღე 2

ამის შემდეგ იწყება ასვლა ხორისარის უღელტეხილზე, ეს უღელტეხილი საქართველოში ერთ-ერთი ურთულესი უღელტეხილია. მისი სიმაღლე 3550 მეტრს აღწევს, რაც 150 მეტრით მეტია აწუნთის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან მწვერვალ ხორისარამდე სულ 200 მეტრია ასაწევი სიმაღლეში და თუ კარგი ამინდი დაგემთხვათ აუცილებლად უნდა აირბინოთ მწვერვალ ხორისარზე და გადმოხედოთ სამყაროს 3756 მეტრიდან. აქედან ჩანს თვით ტბა ყელიწადიც, ისევე როგორც გუდაური, დედა ენა, შერხოტა, მყინვარწვერი და მრავალი ლამაზი ადგილი. უღელტეხილიდან ტბამდე დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, თუმცა საკმაოდ სახიფათოა, ნისლის შემთხვევაში შესაძლოა გზა აგებნეთ და თეთრი არაგვის ხეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ რეკომენდებულია გამოიყენოთ GPS მოწყობილობა, რათა ზუსტად აკონტროლებდეთ მდებარეობას. ტბასთან საკმაოდ კარგი საბანაკე ადგილია, აგვისტო-სექტემბერში წყლის ერთადერთი წყარო თვითონ ყელიწადის ტბა გახლავთ. ეს ადგილი თითქმის 9 თვის განმავლობაში თოვლითაა დაფარული.

03

დღე 3

მესამე დღე უკან დაბრუნების დღეა, თუმცა თუ მუხლში ძალა გერჩით, უკან დაბრუნებამდე შეგიძლიათ ახვიდეთ მწვერვალ შერხოტაზე, რომელიც ყელიწადის ტბის გვერდით მდებარეობს. მაგრამ ამ შემთხვევაში დილით ძალიან ადრე ადგომა მოგიწევთ, რადგან შერხოტაზე ასვლა სახუმარო საქმე არაა და 1-2 საათში ვერ მოასწრებთ. ყელიწადის ტბიდან მარშრუტი სრულიად სხვა ხეობით ეშვება უკან - თრუსოს ხეობაში და სრულდება სოფელ კეტრისში. აქაც აუცილებლად გამოიყენეთ GPS მოწყობილობა, რადგან ბილიკის პოვნა ამის გარეშე შეუძლებელია.

ტრანსპორტი:

საწყის წერტილამდე მისვლა ნებისმიერი ტიპის ავტომობილით შეიძლება. მაგრამ უკან წამოსვლისას დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ავტომობილი, რადგან მარშრუტი სრულდება თრუსოს ხეობის სიღრმეებში, სოფელ კეტრისში და ამ სოფლამდე გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
რთული
მანძილი
24 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
140 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+9

კითხვები და პასუხები

dato chabradze
dato chabradze

რამდენად ღირს გვიან შემოდგომაზე წასვლა?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

არ ღირს გარისკვა. ტემპერატურა ძალიან დაბალია, თოვლისა და ყინვის გამო გადაადგილება ძალიან გაჭირდება, დღეც უფრო მოკლეა.

dato chabradze
dato chabradze

ამ პერიოდში სად მირჩევ რომ წავიდე?

Irakli Gogoladze
Irakli Gogoladze

გამარჯობა, ბილიკის მანძილზე მობილური თუ იჭერს ??

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა, მთელი ბილიკის მანძილზე არა, მაგრამ დასაწყისში და დასასრულში იჭერს, რადგან თრუსოს ხეობაში დაყენებულია მაგთის ანძა.

Giorgi Tsomaia
Giorgi Tsomaia

გამარჯობა, თუ მოგეპოვებათ ცნობა ყელიწადის მარშუტის ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების შემჩნევის/ადამიანზე თავდასხმის ფაქტების შესახებ და თუ ხო წლის რომელ პერიოდში არიან აქტიურები?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

გამარჯობა გიორგი, ჩვენთვის რაც არის ცნობილი მოლაშქრეები მტაცებელი ცხოველებიდან მხოლოდ დათვს არიან შეხვედრილი ამ მარშრუტზე. დათვს უფრო მეტად შეეშინდა და გაეცალა მოლაშქრეებს. ყელიწადის მარშრუტზე წასვლა ივლისიდანაა რეკომენდებული და თვის დასაწყისში ტბა შეიძლება სრულად თუ არა მნიშვნელოვნად მაინც იყოს თოვლით დაფარული.... დეტალურად

გამარჯობა გიორგი, ჩვენთვის რაც არის ცნობილი მოლაშქრეები მტაცებელი ცხოველებიდან მხოლოდ დათვს არიან შეხვედრილი ამ მარშრუტზე. დათვს უფრო მეტად შეეშინდა და გაეცალა მოლაშქრეებს. ყელიწადის მარშრუტზე წასვლა ივლისიდანაა რეკომენდებული და თვის დასაწყისში ტბა შეიძლება სრულად თუ არა მნიშვნელოვნად მაინც იყოს თოვლით დაფარული.

Giorgi Tsomaia
Giorgi Tsomaia

გასაგებია :D მადლობა დავით

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ყელიწადის ტბა თრუსოს ხეობიდან

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!