აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

მარშრუტზე ნახავთ რიონის ხეობასა და სათავეს, საკაოს ხეობას, ლუხუნის უღელტეხილს, დაჯი ლოს, თეკოს და ხატიას ტბებს. მარშრუტი მდიდარია პანორამული ხედებით. თქვენ თვალ წინ იშლება ხედები კავკასიონზე, მყინვარ დიდ ედენაზე, რიონის სათავეზე, სასვანოს ქედზე, ლუხუნისწვერსა და შემოგარენზე. მარშრუტი იწყება და მთავრდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ თევრეშოსი. 




გეგმა:

01

დღე 1: მოხვედრა საბანაკე ბართუზელში.

სოფელი თევროშედან საბანაკე ბართუზელამდე გასავლელი მანძილი შეადგენს 12 კმ, ხოლო ვერტიკაში გიწევთ 650 მეტრის აწევა. სოფლის ბოლოში რიონი უნდა გადაკვეთოთ რკინის ხიდით. რიგ შემთხვევებში მდინარე კალაპოტს იცვლის და შეიძლება გატოპვა მოგიწიოთ (შეცვლილი კალაპოტისა და ადიდებული რიონის პირობებში მისი გადაკვეთა სარისკოა). თევრეშოდან ბრინამდე მარშრუტი სამანქანე გზას მიუყვება (5 კმ), რომლის დაფარვა მაღალი გამავლობის ჯიპით (მოკლე ბაზის მქონე და უგზოობისთვის სპეციალურად მომზადებული) ან 2/3 ხიდიანი სატვირთოთი არის შესაძლებელი. ბრილის შემდგომ მარშრუტი მიუყვება ბილიკს. გზად რამდენიმე ხეობის გადალახვა გიწევთ რომელთა ნაწილის გატოპვა მოგიწევთ.

02

დღე 2: თეკო ტბა - ლუხუნის უღელტეხილი - დაჯი ლოს ტბა

საბანაკე ბართუზელიდან ბილიკი ჯერ შედის დასავლეთით ხეობაში შემდეგ კი მალევე კურსს იცვლის ჩრდილოეთისკენ და ტყით აგრძელებს აღმასვლას. ლუხუნის უღელტეხილამდე გიწევთ ვერტიკალში 900 მეტრის აწევა, ხოლო ამავე დღეს თუ გადაწყვეტთ დაჯი ლოს ტბის მონახულებას დამატებით 300 მეტრის აწევა მოვიწევთ. უღელტეხილიდან დაჯი ლოს ტბაზე მოსახვედრად სამხრეთ დასავლეთით ქედს უნდა აუყვეთ. ბილიკის მთის მეორე მხარეს გადაგიყვანთ საიდანაც ბილიკი ფერდობით დაჯი ლოს ტბაზე მიდის.

03

დღე 3: ხატიას ტბა - საბანაკე ბართუზელი - თევრეშო

დაჯი ლოს ტბიდან მარშრუტი უკან ბრუნდება და ლუხუნის უღელტეხილის გავლით მიემართება ხატიას ტბისკენ. დაბანაკება შესაძლებელია სამივე ტბასთან. ამ დღეს ეშვებით უკან თევრეშოში იმავე გზით.

ხანგრძლივობა
3 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
39 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
335 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები, სამთო ფეხსაცმელი, სალაშქრო ზურგჩანთა

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+7

გეგმა

დღე 1: მოხვედრა საბანაკე ბართუზელში.

დღე 2: თეკო ტბა - ლუხუნის უღელტეხილი - დაჯი ლოს ტბა

დღე 3: ხატიას ტბა - საბანაკე ბართუზელი - თევრეშო

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სამაია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!