, გომეწრის ხ??

სოფელი ჟველურთა - გომეწრის ხეობის სოფლები - სოფელი ომალო

ლაშქრობა

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

მარშუტი იწყევა ჩაღმათუშეთის სოფელი ჟველურთადან, გაივლის გომეწრის ხეობის უმეტეს სოფლებს (გოგლურთა, ვესტომთა, ბუხურთა, ილიურთა, ბეღელა, დოჭუ, ბოჭორნა) და მთავრდება ომალოში.

გეგმა:

01

დღე 1: თუშეთის სოფელ ჟველურთაში მოხვედრა

სოფელ ჟველურთაში მოსახვედრად დაგჭირდებათ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი.

02

დღე 2: სოფელი ჟველურთა - სოფელი გოგლურთა

აღმართი ჩაღმათუშეთისა და გომეწრის ხეობის გამყოფ ქედზე აგიყვანთ. მთის მეორე მხარეს ბილიკი თუშეთის საბუეს გავლის ორწყალის ხეობაში ეშვება. მდინარეს გადაკვეთთ და სიმაღლეს აიღებთ. ბილიკი მიუყვება ორწყალის ხეობის მარცხენა ფერდობს და მივყავართ სოფელ გოგლურთაში.

03

დღე 3: გოგლურთა - დოჭუ

სოფელ გოგლურთადან დოჭუში მოსახვედრად 2 ვარიანტი არსებობს. გრძელი ბილიკი გაივლის სოფელბს ბუხურთა, ილურთასა და ბეღელას. ეს გზა ყველაზე უსაფრთხოა. სოფელი ილიურთიდან ავტომობილით შეიძლება გადაადგილება. მეორე უფრო მოკლე ბილიკი სოფელი გოგლურთიდან პირდაპირ ეშვება ხეობაში, კვეთს მდინარეს და ადის სოფელ დოჭუში. ხიდის მდგომარეობის შესახებ უმჯობესია განახლებული ინფომრაცია კითხოთ თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და სოფელ გოგლურთის მაცხოვრებლებს.

04

დღე 4: დოჭუ - ომალო

დოჭუდან ომალოში შეგიძლიათ ტრანსპორტით წახვიდეთ. გზად გაივლით სოფელი ბოჭორნას.

ტრანსპორტი:

თუშეთში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ 4X4 ავტომობილით, რომლის დაქირავება შეგიძლიათ თბილისში, თელავსა და სოფელი ქვემო ალვანის ცენტრში.

ხანგრძლივობა
4 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
45 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
180 კმ

გეგმა

დღე 1: თუშეთის სოფელ ჟველურთაში მოხვედრა

დღე 2: სოფელი ჟველურთა - სოფელი გოგლურთა

დღე 3: გოგლურთა - დოჭუ

დღე 4: დოჭუ - ომალო

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!