IMG_4745

ტობა - ტბები ეგრისის ქედზე

ლაშქრობა
2 შეფასება

აღწერა


საუკეთესო პერიოდი: აგვისტო, სექტემბერი

ეგრისის ქედი (სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი) არის კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, რომელიც მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქედის ქვედა ზონა, 1200 მეტრამდე, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), უფრო ზემოთ, 2100 მეტრამდე, წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), ხოლო სულ ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებითქედიდან სათავეს იღებენ მდინარეები: მაგანა, ტეხური, ხობი, თხეიში, კასლეთი და სხვა. ეგრისის ქედი არაერთი ულამაზესი ტბის მშობელია. ტობავარცხილი (ვერცხლის ტბა), ოხოჯეს ტობა (ცაშკიბულის ტობა, პატარა ტბა), კალალიშ ტობა, დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ოკარეს ტობა, ლაკუმურაში  და სხვა

ეგრისის ქედზე განლაგებულ ულამაზეს ტბებზე სხვადასხვა მარშრუტით შეიძლება მოხვედრალაშქრობის დაწყება და დამთავრება შეგიძლიათ  სამ ყველაზე გავრცელებული  ადგილიდან: 1. მუხური; 2. სქური; 3. ხაიში

მარშრუტის დასაწყებად ყველაზე პოპულარული ადგილია მუხური, რადგან მუხურიდან მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შესაძლებელია ნათიფურუს მწყემების ქოხამდე მისვლა. მწყემსების ქოხი ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და უმაღლესი წერტილია სადაც ტრანსპორტით შეიძლება მიხვიდეთ დარჩენილ ორ ვარიანტთან შედარებით

ქვემოთ გთავაზობთ  მარშრუტის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც მოიცავს ეგრისის ქედის ძირითად და შედარებით მარტივად მისადგომ ტბებს. მარშრუტი იწყება და მთავრდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში

გეგმა:

01

დღე 1: ნათიფურუ

სოფელი მუხურიდან ნათიფურუმდე მანძილი 24 კილომეტრია და მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ასასვლელად 4-5 საათი სჭირდება. თუ საბანაკე ადგილამდე დღის პირველ ნახევარში მოხვდით და თავს მხნედ გრძნობთ, უმჯობესია სიარული დაიწყოთ და მეორე დღის გასავლელი მანძილი შეამოკლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბანაკდით და დაისვენეთ.

02

დღე 2: ნათიფურუ - პატარა ტობა (ოხოჯეს ტბა)

ნათიფურუს საბანაკედან ოხოჯეს ტბამდე მანძილი 9 კილომეტრია. ბილიკი მარკირებულია და ზედაპირზე კარგად ემჩნევა. ბილიკის ზედაპირი მრავალფეროვანია. გრუნტის გარდა სიარული მოგიწევთ ქვებზე, ნაშალსა და თოვლზე. ტბამდე მისასვლელად საშუალოდ 6-8 საათი დაგჭირდებათ. ტბასთან კარვის გასაშლელი ადგილი მრავლადაა.

03

დღე 3: პატარა ტობა (ოხოჯეს ტბა) - ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

ოხოჯეს ტობადან ტობავარჩხილამდე (ვერცხლის ტბა ) 4 კილომეტრია. მანძილის დასაფარად 3-4 საათია საჭირო. გადაადგილება გიწევთ მინდორზე, ქვიან ბილიკზე, ნაშალსა და თოვლზე.

04

დღე 4: დიდღალიშ, კალალიშ და წაქაწყარის ტობა

ამ დღეს ბანაკის აშლა არ გიწევთ. ადიხართ ტბის ჩრდილო აღმოსავლეთ ქედზე და ბილიკით ეშვებით ჯერ დიდღალიშ და შემდგომ კალალიშ ტობაზე. კალალიშ ტობადან შეგიძლიათ ახვიდეთ პატარა უღელტეხილზე და ზემოდან გადახედოთ წაქაწყარიშ ტობას. დღის ბოლოს უკან ბრუნდებით.

05

დღე 5: ტობავარჩილი - ნათიფურუ

დილით ადრე იწყებთ სიარულს და მთელ გზას უკან გამოდიხართ. დღის ბოლოს მიხვალთ ნათიბურუს საბანაკემდე.

06

დღე 6:

ნათიფურუს ქოხიდან ტრანსპორტით ეშვებით მუხურში.

ტრანსპორტი:

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მოხვედრა ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. არის შესაძლებელი. მუხურიდან ნათიფურუს საბანაკემდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ უგზოობისთვის გათვლილი მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.

ხანგრძლივობა
6 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
50 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
340 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები, სამთო ფეხსაცმელი

გეგმა

დღე 1: ნათიფურუ

დღე 2: ნათიფურუ - პატარა ტობა (ოხოჯეს ტბა)

დღე 3: პატარა ტობა (ოხოჯეს ტბა) - ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)

დღე 4: დიდღალიშ, კალალიშ და წაქაწყარის ტობა

დღე 5: ტობავარჩილი - ნათიფურუ

დღე 6:

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა

2 შეფასება

5
Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

This is the most beautiful destination for hiking in Georgia. Landscape is gorgeous. You'll experience diversity of Georgian nature: forests, cliffs, lakes, glaciers, huge summits and etc.

I definitely recommend to everyone, especially Georgians to visit this magic part of Georgia.

Alex Tetradze
Alex Tetradze

ერთ-ერთი საუკეთესო და შთამბეჭდავი ადგილი საქართველოში, რომელიც ყველა მოლაშქრემ და არამოლაშქრემ უნდა იხილოს საკუთარი თვალით!,.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტობა - ტბები ეგრისის ქედზე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!