საქართველო სამკურნალო თვისებების მქონე მთისა და ბარის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. Სულაც არ არის შემთხვევითი კურორტების სიმრავლე. Ამას Ქვეყნის კლიმატური პირობები და ტერიტორიაზე აღმოჩენილი 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალი განაპირობებს. მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ეფექტურად უმკლავდება.
Ბალნეოთერაპია ანუ მინერალური წყლებით მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა და განსაკუთრებული გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. სახელწოდება „ბალნეოთერაპია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან balneum – აბაზანა, ბანაობა და ბერძნული სიტყვისაგან therapia - მკურნალობა. ქვეყნის ბალნეოლოგიური რესურსებისა და კურორტების სასარგებლო თვისებების მიუხედავად, სამკურნალო ტურიზმი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. სპა-კურორტები, სასანატორიუმები, სასტუმროები და ცენტრები, ბალნეოთერაპიასა და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურებებს ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს რეგულარულად სთავაზობენ.
თუ გსურთ გამაჯასანღებელი პროცედურებისთვის თუ უბრალოდ ყოველდრიური რუტინისგან განიტვირტოთ, გთავაზობთ საქართველოში მოქმედ რამდენიმე მთავარ ბალნეოლოგიურ კურორტს.
წყალტუბო
წყალტუბოს სპა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია საქართველოს ტერიტორიაზე. კურორტ წყალტუბოს ძირითად სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს თერმულ-რადონული მინერალური წყალი, რომელიც დაახლოებით 60-მდე დაავადებას კურნავს. წყალტუბოს სპა კურორტზე ინდივიდუალური პროგრამებია რის მიხედვითად დაგინიშნავენ სამკურნალო აბაზანებს, მასაჟს, ფიზიოთერაპიასა თუ სხვა სახის პროცედურებს.
წყალტუბო სპა კურორტი ქუთაისიდან 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.
ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო სამკურნალო ადგილად მოიაზრებოდა. წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი 1920 წელს მიენიჭა, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. აქ მრავალი ცნობილი ადამიანი ისვენებდა, მათ შორის იყო იოსებ სტალინი, რომელსაც პერსონალური ოთახი ჰქონდა.მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით, რომ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.
წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. მინერალური წყლის დებიტი, წლის პერიოდებიდან გამომდინარე, მერყეობს და შეადგენს 13-15 მილიონ ლიტრს 24 საათში. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (+33-35oC) მისი წინასწარი შეთბობის გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან შემოედინება თვითდინებით, მუდმივად გამდინარე წყალში, ტუმბოების გამოყენების გარეშე. ამით წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, შემადგენლობით არ არის აგრესიული. შესაბამისად, დამსვენებელთა ასაკიც არ არის ლიმიტირებული.
კურორტზე შესაძლებელია ისეთი დაავადებების მკურნალობა როგორებიცაა: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, კანის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
თბილისის ბანლეოლოგიური კურორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპა კურორტია საქართველოში. ეს არის სამკურნალო დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებით. ძირითადად, სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროცედურა მოიცავს სამკურნალო-მინერალურ-გოგირდიანი წყლითა და სამკურნალო ტალახით მომსახურებას.
თბილისი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ დროში სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კვლევების თანახმად, დადასტურდა, რომ თბილისის მინერალური წყლების სამკურნალო მიზნით გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. სწორად ამის საფუძველზე, 1938 წელს შეიქმნა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. საკურორტო ტერიტორია დაახლოებით 400 ჰექტარს მოიცავს.
თბილისი ბალნეოლოგიური კურორტი დედაქალაქის ცენტრში, ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობს. კურორტს ჩრდილო-აღმოსავლეთიდა და აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარი და 300 არაგველის ბაღი, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - თბილისის ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთიდან - თაბორის შემაღლება და კრწანისი.
კურორტზე შესაძლებელია მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.
კურორტი საირმე
საირმე სამკურნალო მინერალური და თერმული წყლებით ცნობილი კურორტია. განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე დამსვენებლთა რაონოდებით გამოირჩევა. ამას გარდა, საირმე ყველაზე დიდი კურორტია ევროპაში. აქ 4 სხვადასხვა სახის სამკურნალო და 1 თერმული წყალია, რომელიც მრავალი სახის დაავადებას კურნავს, როგორებიცაა: შარდ და ნაღველ კენჭოვან, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.
Საირმე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. კურორტზე თანამედროვე სპა და ველნეს ცენტრი და სასტუმროა, სადაც თერმული წყლების საშუალებით ტარდება გამაჯანსაღებელი პროცედურები. გარდა ამისა, საირმეში გოგირდოვანი აბანოებია, სადაც შესაძლებელია, რაც ფიზიკური და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის იდეალური სასუალებაა.
საირმე მოიცავს უამრავი სახის აქტივობებს. კურორტზე ღია და დახურული სახის აუზებია, რომელიც თერმული წყლით მარაგადება. თუ სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის და არამარტო ქვეყანაში მოქმედი ზიპ ლაინია.
კურორტი მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული შერეული ტყითაა გარშემორტყმული - ნაძვი, ურთხმელი, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, თელა. ნოტიო სუბტროპიკული ჰავით გამოირჩევა. ზამთარი რბილი და ზომიერია, შედარებით თბილი, ზაფხული კი - გრილი.
1912 წელს ჩატარებული კვლევისას აღმოაჩინეს კურორტზე მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რომელიც საირმის მინერალურ წყლებს ჰქონდათ. სწორედ ამის შემდგომ, XX საუკუნის 30-იან წლებში საირმეს ოფიციალური კურორტის სტატუსი მიენიჭა.
Ბორჯომი
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური ქალაქი-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ზღვის დონიდან 800-900 მ. Სიმაღლეზე, მტკვრის, გურჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
ჰავა გარდამავალია მთასა და ბარს შორის. გარშემო დიდი ტყის მასივებია, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ. ჰაერი სუფთა და გამჭრვალეა, დღეღამური ტემპერატურა ზომიერად ცვალებადი. Სწორედ ჰავამ და ბორჯომის მინერალურმა წყლებმა კომპლექსური დაავადების განკურნების პირობა შექმნა.
ბორჯომში მდებარე მინერალურმა წყლებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ბორჯომი საუკეთესო საშვალებაა კოპლექსური დაავადებების სამკურნალოდ. ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეებისთიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლო ის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა. „ბორჯომი“ ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი ამავე სახელწოდების ქალაქი-კურორტიდან, რომელიც ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. ის დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდებაკავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.
ლოპოტა სპა რეზორტი
ლოპოტას ტბა სპა კურორტი განსაკუთრებული ადგილია დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელად, დასასვენებლად და სარელაქსაციოდ. ლოპოტას ტბა სპა კურორტიდან იშლება ტბისა თუ ფოთლოვანი ტყის ბუნების ხედი. კურორტზე შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპა და ველნეს პროცედურები, დაკავდეთ ფიტნესით, აქტიობებითა თუ რელაქსაციით. კურორტზე დასვენება შეგიძლიათ დაგეგმოთ ქალაქური ცხოვრებისგან თავის დასაღწევად და სიმშვიდის მოსაპოვებლად.
კურორტი - ლოპოტას ტბა სპა მდებარეობს კახეთში, მეღვინეობისა და მევენახეობის კუთხეში, თბილისიდან 2 საათის სავალ მანძილზე. კურორტზე განკუთვნილია სპორტული დარბაზი ჯანსაღი ცხორების წესის მოყვარულთათვის. ასევე, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ცურვით როგორც დახურულ, ასევე ღია ზონაში. კურორტზე შეგიძლიათ დაგეგმოთ საკონფერენციო შეხვედრები ან ღონისძიებები, მოაწყოთ წვეულება ან უბრალოდ დაჯაშვნოთ რესტორანში ადგილი, სადაც ქართულ თუ ევროპული კერძებს დააგემოვნებთ იდეალური ხედის თანხლებით.
კურორტზე ტურისტული ადგილია შექმნილი, სადაც ქართული ტრადიციებით დაინტერესებულ მოგზაურებს შეგიძლიათ ქართული ღვინის დამზადების პროცედურას გაეცნოთ და დააგემოვნოთ ნამდვილი, ქართული ღვინო.
მათ, ვისაც სურს ჯანმრთელობის გაუმჯობესება, განტვირთვა და დადებითი ენერგიით დამუხტვა კურორტის პროგრამები მოიცავს იოგას, სპა და ველნესს პროცედურებს.
ნუნისი
კურორტი ნუნისი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებაორებს და გამაჯანსაღებელი და სახელგანთქმულია ბალნეოლოგიური თვისებების მქონე მინერალური წყლებით. კურორტი 1856 წლიდან მოქმედებს და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.
აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი სამკურნალო თვისებებითაა დაჯერებული და დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.
გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰავას განსაკუთრებულად აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი.
ურეკი
ურეკი ქალაქის ტიპის დასახლებაა ოზურგეთის რაიონში. იგი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე, 4 კმ სამხრეთით მდინარე სუფსის შესართავიდან და 20 კმ სამხრეთით ფოთიდან. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ქალაქის რბილი კლიმატი და თავად ზღვა.
აქ ზამთარი ძალიან რბილია, უთოვლო, ზაფხული კი მეტად თბილი.სანაპიროს ქვიშა მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მაგნიტურ რკინას, რაც მიჩნეულია დამატებით სამკურნალო ფაქტორად.
კურორტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და ისეთი დაავადებბეის სამკურნალოს გამოიყენებს როგორებიცაა, სისხლის მიმოქცევის ორგანოთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოების (არატუბერკულოზური ხასიათის) დაავადებები, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების ფუნქციებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
Გრიგოლეთი
Გრიგოლეთი ურეკის მსგავსად ერთ-ერთი გამორჩეული საზღვაო კურორტია, რომელიც გურიაში მდებარეობს, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3 მ-ზე. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით. ზღვის სანაპირო ზოლი კი სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშითაა დაფარული, რომელიც გამოირჩევა საუკეთესო ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების სამკურნალოდ.
გრიგოლეთის ფიზიკურ – გეოგრაფიული მდებარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილი შავი ზღვის სიახლოვე, განაპირობებს ამ რაიონში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის არსებობას. აქ მზის ნათების ხანგრძლიობა წელიწადში საშუალოდ 1800–2000 საათია.
Გრიგოლეთის მდებარეობა დაკავშირებულია ლეგენდასთან. კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილშია, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ. დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი