დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
18 მარტი, 2022

10 ადგილი რომელიც უნდა ნახო საქართველოში მოგზაურობისას

საქართველო სავსეა ულამაზესი ბუნებით, ისტორიული ძეგლებით, საინტერესო ლეგენდებითა და უგემრიელესი კერძებით. იმისათვის, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტები მოინახულო დიდი რესურსი და დრო არის საჭირო. თუმცა, შესაძლებელია ისეთ ადგილებში სტუმრობა, რაც ქართული კულტურისა და ბუნების ნამდვილ სახეს გაგრძნობინებთ.

დღეს გიამბობთ 10 საუკეთესო ადგილის შესახებ, რომელიც უნდა მოინახულო საქართველოში მოგზაურობისას.


სათაფლია, სათაფლიის აღკვეთილი - Sataplia


სათაფლია

სათაფლია მდებარეობს იმერეთში, წყალტუმბოს მუნიციპალიტეტში, სათაფლიის მთაზე. უწინ ამ ადგილას ბევრი ფუტკარი იყრიდა თავს და ადგილობრივი მაცხოვრებლები თაფლის მისაღებად ამოდიოდნენ მთაზე. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს სათაფლია.

მიუხედავად მისი სახელისა, პირველი რაც სათაფლიის ხსენებაზე გვახსენდება არის დინოზავრის ნაკვალევი. მსოფლიო მასშტაბით დინოზავრის ნაკვალევები იშვიათი მოვლენაა და სათაფლიაში ისინი ორ იარუსადაა განლაგებული, რაც უნიკალური შემთხვევაა. ეს ნაკვალევები 120 მილიონი წლის წინანდელ მტაცებელ და 65 მილიონი წლის წინანდელ ბალახისმჭამელ დინოზავრებს ეკუთვნის.

სათაფლია ტურისტებისთვის მრავალ სერვისს აერთიანებს. ნაკვალევის მონახულების გარდა, 900 მეტრი სიგრძის კარსტულ მღვიმეშიც შეგიძლიათ ისიამოვნოთ დედამიწის უძველესი ნაწილებით. ამას გარდა, ადგილზე შეხვდებით საგამოფენო დარბაზს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს და პანორამულ ხედს, რომელიც ნაკვალებითა და მღვიმეთი მიღებულ ემოციებს საუკეთესოდ დააგვირგვინებს.


გომის მთა, გურია


გომისმთა

გომისმთა გურიის ერთ-ერთი გამორჩეული და საოცრად ლამაზი საზაფხულო კურორტია. აქაური გარემო სავსეა ბუნებრივი მინერალებითა და უნიკალური ჰავით. დამსვენებლები ძირითადად იმ განუმეორებელი ხედის საყურებლად სტუმრობენ გომისმთას, რომელიც მისი მაღალობებიდან მოსჩანს. მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმით უნიკალური გარემო იქმნება, რომელიც ბევრისთვის სამოთხის სილამაზესთანაც ასოცირდება.

კურორტი არ არის სავსე ინფრასტრუქტურით. თუ აქ დასვენებას გადაწყვეტთ, მოგიწევთ მწირ კომფორტს დაჯერდეთ, რადგან არ არის გაყვანილი ელექტროენერგია და წყლის მიღებაც მხოლოდ ბუნებრივი რესურსებიდანაა შესაძლებელი. კურორტზე შეგიძლიათ დაესწროთ “გომისმთობას”, რა დროსაც უამრავი გასართობი აქტივობა იმართება. ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი რძის პროდუქტები, რომლის ხარისხს უნიკალური ჰაერი განაპირობებს.


Vardzia, Samtskhe-Javakheti


ვარძია

ვარძიას საქართველოს კულტურასა და ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია. დაკარგული თამარ მეფის ლეგენდაც სწორედ აქაურობას უკავშირდება. თავად კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს 600-ზე მეტ სათავსოს, სადაც შემონახულია მარნები თავისი ქვევრებით. ვარძიაში ასევე 15 კლდოვანი ეკლესიაა, რომელთა შორის ერთ-ერთში თამარ მეფის ფრესკა ინახება. 1999 წლიდან ადგილზე სამონასტრო ცხოვრება კვლავ განახლებულია.

ვარძია იმდენად დიდი მნიშნელობის მქონე ადგილია საქრთველოსთვის, რომ არა მხოლოდ ტურისტმა, არამედ ყველა ქართველმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს და შეიგრძნოს XII საუკუნის ისტორია.


ჯუთა - Juta


ჯუთა

ცისფერი ცა, უზარმაზარი მწვანე მდელოები და დათოვლილი მთების პეიზაჟი. ბუნების ამ სამი ღირსშესანიშნაობის ერთ ადგილას მონახულება ყაზბეგში მდებარე სოფელ ჯუთაშია შესაძლებელი. აქ მოინახულებთ ჯუთას ჩანჩერს, რომელიც 10 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. მასთან ახლოს კი ჭაუხებსაც შეხვდებით, რომლის ძირში თინას ტბა მდებარეობს.

ჯუთაში მოგზაურობისას სასურველია წაიღოთ კარვები. ასე მეტად შეიგრძნობთ ქართული მთიანი ბუნების ხიბლს და მიიღებს უდიდეს სიამოვნებას სუფთა ჰაერისა და ულამაზესი გარემოს ფონზე. ადგილზე სეზონურად ჯომარდობაცაა შესაძლებელი, რაც ერთდროულად დიდი ექსტრიმისა და ბედნიერების მომტანი პროცესია.


Bazaleti lake, Dusheti


ბაზალეთის ტბა

თბილისიდან ძალიან ახლოს, 40 კილომეტრში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, ბაზალეთის ტბა მდებარეობს. ადგილობერივი ბუნება გასაოცარია და მას გარშემო დიადი მთები აკრავს. წყალი უნიკალურია, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ბაზალეთის ტბას არ უერთდება არცერთი მდინარე და არც მისგან გაედინება. ის წვიმისა და მიწისქვეშა მინერალების ხარჯზე საზრდოობს. აქაურობას უამრავი ლეგენდა და ისტორია ამშვენებს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად ბაზალეთი ტბა უძველესი სამოთხე იყო. აქვე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი სვეტების კოლონადა, რომელიც ქართველებისა და ებრაელების 2500 წლიანი მეგობრობის სიმბოლოა.


მარტვილის კანიონი, canyon, visitor center


მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი სამეგრელოს უმშვენიერესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას წარმოადგენს. კანიონი ყველა ტიპის დამსვენებლის გულს მოიგებს, რადგან ობიექტი აერთიანებს როგორც საოცარი ხედების კორიანტელს, ასევე საინტერესო საფეხმავლო ბილიკებსა და სანაოსნო ტურს. სეირნობისას შეხვდებით 2 ხიდსა და 3 პლატფორმას. კანიონში სანაოსნო მოგზაურობისას, რომელიც 30 მეტრ სიღრმეზეა გაკვეთილი, უამრავ ჩანჩქერს შეამჩნევთ. საოცარი გარემოთი გამოირჩევა ოფუცხოლეს მონაკვეთი, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით.


ფარავანის ტბა - Paravani Lake


ფარავანის ტბა

შტამბეჭდავი ფარავნის ტბა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ადგილია. დამსვენებლები აქ ძირითადად განსატვირთად და მშვიდ წყალთან ტკბობისთვის მიდიან. წყალი თევზაობის მოყვარულთათვის იდეალურია. შეგიძლიათ მოგზაურობისას ანკესიც გაიყოლოთ და ვინ იცის, რომელი სახეობის თევზს გადააწყდებით. ზამთრობით ზედაპირი 50 სმ-დე ყინულით იფარება და მასზე ფეხით სეირნობაც კია შესაძლებელი.

მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილის მონახულება შეგიძლიათ. მათ შორისაა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, რომლის დაარსება წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი“, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი მზადდება.


ჰეშკილის ქოხები

სათხილამურო კურორტ ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს ერთი პატარა სოფელი სახელად ჰეშკილი. აქაური ქოხები ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული პატარა ხის სახლებია. თუმცა, თუ მთლიან კომპოზიციას შევხედავთ, დათოვლილი სოფელი, სუფთა ჰაერი და პატარა მყუდრო კოტეჯები ნამდვილი ნეტარებაა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხეზე აშენებული ქოხი, რომელიც ბავშვობაში აშენებულ შტაბ-ბინებს მოგაგონებთ. თუ ჰეშკილში მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მოემზადოთ საოცრად მშვიდი გარემოს გასაცნობად.


კაცხის სვეტი - Katskhi pillar


კაცხის სვეტი

ჭიათურის სიმბოლოდ აღიარებული კაცხის სვეტი ნამდვილად ღვთიური ადგილია. მას შემდეგ რაც 40 მეტრიან კიბეს აივლით, თვალწინ ულამაზესი ხედი გადაგეშლებათ. აქ უერთდება მიწა და ცა ერთმანეთს. მონასტერი სტანდარტული ტიპის სამლოცველოს წარმოადგენს, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი განდეგილი სახლობს. ერთ დროს კაცხი კერპთაყვანისმცემლობის ადგილი გახლდათ, ახლა კი ქრისტიანული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. კაცხის სვეტს ღვთისკენ მიმავალ გზასაც უწოდებენ ხოლმე.


რაბათის ციხე Rabati fortress


რაბათის ციხე

ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიული ციხე რაბათი უკვე რეაბილიტირებული სახით ელოდება დამთვარიელებლებს. ამ ადგილს უდიდესი საბრძოლო დატვირთვა ჰქონდა ძველ დროს, ახლა კი მისი კედლების ახლოდან ნახვაა შესაძლებელი. რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, მედრესე, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთიმინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი. ადგილზე


თეგები: #ვარძია #საინტერესო ადგილები #მარტვილის კანიონი #ჯუთა #გომისმთა #რაბათის ციხე #ფარავნის ტბა #სათაფლია #კაცხის სვეტი #ბაზალეთის ტბა #ჰეშკილი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი