დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
30 ნოემბერი, 2021

10 საუკეთესო ადგილი გურიაში

დასავლეთ საქართველოში, ზღვისპირეთში მდებარე გურიაზე აუცილებლად გექნებათ ბევრი რამ გაგონილი. თუმცა, სახალისო გურული დიალექტითა და გურულების იუმორით მაინც გამორჩეულია. გურიაში სტუმარი განსაკუთრებით უყვართ. ერთხელ ნამყოფიც, ამას აუცილებლად შეამჩნევთ. გურულები, გურული ფოლკლორი, სამზარეულო და არ უნდა დაგვავიწყდეს ბუნება, რომლის მდიდარ ნაწილსაც სამთხო კურორტები შეადგენენ, ამ კუთხეს საინტერესოს ხდის.

ამ მხარის მდიდარი ჰავის დამსახურებაა (ზღვისა და მთის ჰაერის იდეალური შერწყმა) რომ ყველა გემოვნების ადამიანს, მიუხედავად იმისა მთასა თუ ზღვაზე დასვენებას ამჯობინებs, აუცილებლად მიაგნებს სასურველ ადგილს: გრილ ტყეებს, მინერალურ წყლებს, ალპურ მდელოებს, ქვიშიან სანაპიროებს.

აქ ზღვისპირა რაიონებისთვის დამახასიათებელია ნოტიო-სუბტროპიკული ჰავა, ზომიერად ცხელი, ჭარბტენიანი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. გურიას უკავია 25 კმ-იანი შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მისი საკმაო ნაწილი მოქცეულია სუბტროპიკულ ზონაში. მიუხედავად ამისა გურია მთიან მხარედ მოიაზრება.

და რომ არ გამიგრძელდეს, რთულია გურიაში ის ადგილები გამოარჩიო, რაც აუცილებლად უნდა ნახო, ისევე როგორც რთულია მთელ საქართველოში. თუმცა, მაინც შემოგთავაზებთ იმ ღირსშესანიშნაობების ათეულს რომელსაც უნდა ეწვიოთ და ნამდვილად არ ინანებთ.

ბახმარო

ბახმარო სამკურნალო ფაქტორი ყველასათვის ცნობილია. გომის მთის მსგავსად სამთო კურორტი გახლავთ. მისი სამკურნალო თვისებები ბუნებიდან, კერძოდ კი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო ეფექტით გაჯერებული წიწვოვანი ტყეებიდან მომდიანროებს. ბახმაროს მთის კლიმატის ორგანიზმზე მოქმედების შემდეგი თავისებურებებია: დაბალი ატმოსფერული წნევა, ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა, ჰაერის იონიზაცია, ტემპერატურა, ტენიანობა, მცენარეული ბუნება.

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, მესხეთის ქედზე მდებარეობს. აქ ზღვისა და მთის კლიმატი ერთმანეთს ერწყმის. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. თუ ამ ადგილას მოხვდებით არ შეიძლება არ ესტუმროთ მზის ჩასვლისა და ამოსვლის გორას, რომელსაც 'მთა გადრეკილი' ჰქვია. დამსვენებლებში მთა ცნობილია "მზის ამოსვლის გორის" სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან , სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე. არანაკლებ სილამაზეა აქ მზის ჩასვლის ყურებაც.
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ სეზონი 19 აგვისტომდე გრძელდება და დოღით მთავრდება. ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება.

გურიის განსაკუთრებულობა სწორედ მისი მრავალფეროვნებით ვლინდება. ტენიანი და ცხელი ზაფხულის ბარიდან, მთის კლიმატში გადაინაცვლებთ, ისე რომ გურიიდან სხვა მხარეში გადანაცვლება არც დაგჭირდებათ.

გომისმთა


გომისთმა ღრუბლებსა და ნისლში ჩაძირული სამთო კურორტია, რომელიც იდეალურია ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს დასვენებისთვის. განტვირთვისთვის სამეგობროსა წრესა თუ ოჯახთან ერთად. გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს.

აქ თქვენ მოწყდებით ქალაქის ხმაურს და მაქსიმალურად შეიგრძნოთ ის შთაბეჭდილებები, რასაც ეს ეგზოტიკური ადგილი გთავაზობთ. გომის მთა ჯერჯერობით საზაფხულო კურორტად ითვლება.

გომის მთა გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. ზამთარი გომისმთაზე უხვთოვლიანია და ცივი, ზაფხული ზომიერად გრილი.

იგი ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით.

გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით. მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით.

GTG დეტალურად აღწერს გაწერილ მარშრუტს თუ როგორ მოვხვდეთ ამ ზღაპრულ ადგილას.

ურეკი

თუკი ქვიან სანაპიროს ქვიშიან პლაჟებს ამჯობინებთ, ურეკს ეწვიეთ. ურეკი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ოზურგეთის რაიონში, ბათუმიდან 60 კმ-ში. საზღვაო კურორტი ცნობილია სამკურნალო სუბტროპიკული ზღვის ჰავითა და მაგნიტური ქვიშით.

ურეკი ასევე ცნობილია ფიჭვნარით პლაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ჩრდილში შეგიძლიათ დაისვენოთ, ასევე დატკბეთ მთის შესანიშნავი ხედებით, კეთილმოწყობილი სანატორიუმებით, სახლებითა და კაფე-ბარებით.

ურეკში ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და მაგნიტური ქვიშა.

ურეკის მაგნიტური ქვიშა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასუნთქ ორგანოებზე, ქრონიკულ გულის იშემიურ დაავადებებზე, სახსრების ზოგიერთ დაავადებაზე და ნევროზზე ისევე, როგორც გამოიყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდა.

ჯიხეთის მონასტერი


ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ლანჩხუთში, ჯიხეთის დედათა მონასტერს აქვს მინიჭებული, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.

გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.

გადმოცემის თანახმად, საქართველოს კეთილმსახურ მეფეს, წმინდა თამარს. აჭარაში მოგზაურობისას მას აქ ერთი რამე გაუთევია და ულოცია. ადგილობრივ მოსახლეობას მის საპატივცემულოდ მენელსაცხებლე დედათა სახელობის მცირე ტაძარი აუშენებია. XIX საუკუნის ბოლოს ეს ტაძარი მონასტერთან ერთად სამების მთაზე იქნა გადმოტანილი.

1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.

ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.

ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.

ლიხაურის ციხე

ლიხაურის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარეობს. იგი სავარაუდოდ XIV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. მეორენაირად მას თამარის ციხეს, ჭინეთის ციხეს ეძახიან.

ციხე-კოშკი გალავნისა და რამდენიმე კოშკისგან შედგება. გეგმაში სწორკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა და ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. იგი ოთხსართულიანია და მისი პირველი სართულ ციხის მთავარი კარიბჭეა. კოშკის პირველ სართულს ქვის თაღოვანი გადახურვა აქვს. როგორც ჩანს, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მეოთხე კი - საბრძოლო.

მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლები, ეს ადგილი საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს.

ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი

ბუნებასთან სიახლოვის გარდა თუ დასვენება თქვენთვის კულტურულ შემეცნებასთანაც ასოცირდება, მუზეუმები თქვენთვისაა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩოხატაურში, სოფელ ზენობანში მდებარე საყვარელი ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს ეწვიოთ. მუზეუმში ნახავთ მწერლისადმი მიძღვნილ მუდმივ ექსპოზიციას. დაცულია მწერლის პირადი ნივთები და არქივი, ბიბლიოთეკა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, მიმოწერა, წიგნები და სხვა დოკუმენტები. მდიდარი მასალით მწერლის შემოქმედებას და ცხოვრებისეულ გზას უკეთ გაიცნობთ.

სახლ-მუზეუმი 1994 წელს გაიხსნა, სწორედ იმ ადგილას, სადაც ყოფნა მწერალს ძალიან უყვარდა, ბებიისა და ბაბუის სახლის მოპირდაპირედ. აქვე ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძის საყვარელი გმირებიც.

შეკვეთილი

შეკვეთილი ბოლო წლებში წყნარი, მშვიდი კურორტიდან ხმაურიან და მრავალფეროვან ოაზისად იქცა. კურორტი შეკვეთილი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირას, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ბათუმიდან 45 კილომეტრში. შეკვეთილი განთქმულია შავი ქვიშით, უკიდეგანო, ლურჯი ზღვით, მზიანი სანაპიროთი, მწვანე ფიჭვნარითა და კომფორტული სასტუმროებით, რომელიც ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს. შეკვეთილში ფუნქციონირებს რამდენიმე სასტუმრო, გასართობი პარკი „ციცინათელა“, საკონცერტო დარბაზი "Black Sea Arena", „მუსიკოსთა პარკი“, „მინიატურების პარკი“ და დენდროლოგიური პარკი.

კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი, მაგნიტური ქვიშა. ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, რბილი, უთოვლო ზამთრითა და თბილი, ნოტიო ზაფხულით. აქ შეძლებთ დაისვენოთ კეთილმოწყობილ, კომფორტულ გარემოში, ეწვიოთ “ციცინათელას”, სადაც ადრენალინის მოყვარულებს ექსტრემალური ატრაქციონებიც დაგხვდებათ, დაათვალიეროთ საქართველოს ღირსშესანიშნაობების მინიატურული მოდელები, დაესწროთ კონცერტებს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, დენდროლოგიურ პარკში გაეცნოთ სხვადასხვა ჯიშის, მცენარეებს, ცხოველებსა და ფრინველებს და აივსოთ ზღვა ემოციებით. სანაპიროდან სულ რაღაც 30 მეტრში მდებარეობს ალპური ტყეები, რომელიც მზის სიცხისგან დაგიცავთ.

შეკვეთილი ერთ-ერთი პოპულარული კურორტია, რომელსაც მრავალი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს.



ნაბეღლავი

გურიის სიამაყეს მინერალური წყლები წარმოადგენს. ყველასთვის კარგად ნაცნობია ‘ნაბეღლავი’, თუმცა შესაძლოა ბევრი არ იცოდეთ მისი მშობლიური ადგილის შესახებ. მინერალური წყალი ბალნეოლოგიურ კურორტსა და სოფელ ნაბეღლავში, მდებარეობს, ზღვის დონიდან 475 მეტრზე. სოფელში გადის ჩოხატაური - ბახმაროს საავტომობილო გზა.

თუ ბახმაროში დასვენებას გადაწყვეტთ არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოთ ეს განსაკუთრებული ადგილი, სადაც თქვენ შეგეძლებათ დააგემოვნოთ განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებით გამორჩეული წყალი.

ნაბეღლავი განთქმულია უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით. აქ გამოედინება ძვირფასი მინერალური წყალი "ნაბეღლავი", რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ. იგი იხმარება როგორც დასალევად, ასევე აბაზანების სახით. რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

შემოქმედი

შემოქმედი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე განსაკუთრებით ლამაზი სოფელია. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ნაპირზე, ზღვის დონიდან 190 მეტრზე. ოზურგეთიდან 7 კმ.

სოფელში გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზა ოზურგეთი-გომისმთა.

ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებულია შუა საუკუნეების შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი.ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

ჯაჯის ტბა

მიუხედავად იმისა, რომ გურიაში არც ისე ბევრ ტბას შეხვდებით, რამდენიმე მათგანი აუცილებლად აღსანიშნავია. ერთ-ერთი კი ჯაჯის ტბაა.

ჯაჯის ტბა მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2655 მეტრზე. არსებობს დიდი და პატარა ჯაჯის ტბა.

დიდი ჯაჯის ტბა სწორედ გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ტბა ესაზღვრება ჩოხატაურის, ვანის და ადიგენის მუნიციპალიტეტებს. ტბასთან მდებარეობს მწვერვალი მეფისწყარო, რომლის სიმაღლე 2850 მეტრია და მოგზაურებს სთავაზობს ხედებს სამ სხვადასხვა რეგიონზე: იმერეთი, გურია და სამცხე-ჯავახეთი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი მტკნარი, სუფთა და გამჭვირვალეა. გაუდინარია.

თეგები: #საინტერესო ადგილები #დასვენება #ბახმარო #გომისმთა #ურეკი #ჯიხეთის მონასტერი #ლიხაურის ციხე #შეკვეთილი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Gocha Miqava
Gocha Miqava

გამარჯობა მარიამ= გუმორძგუას მარიამ , საინტერესო, რამ ვიპოვე ათ საინტერესო ადგილთა შორის, მაგალითად :ჯაჯის ტბა ,მეგრულად ჯაჯა ნიშნავს წამების იარაღს .

დაწერეთ კომენტარი