დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
29 მარტი, 2022

საუკეთესო ადგილები შიდა ქართლში

საქართველო მდიდარია მწვანე ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით. ყოველი კუთხე თავის ამბავს გვიამბობს, რომელთა გაგება ყველა მოგზაურისთვის ძვირფასი საგანძურის პოვნის ტოლფასია. დასახლებული შიდა ქართლის ისტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იწყება. მრავალფეროვანი ტყეები, მინდვრები, ჩანჩქერები,ხეობები - ეს იმ ღირსშესანიშნაობათა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ამ მიდამოში აუცილებლად შეხვდებით.

ერთი სიტყვით, დღეს მოგიყვებით შიდა ქართლის საუკეთესო ადგილების შესახებ, რომელთა მონახულების სურვილი კითხვის ბოლოს აუცილებლად გაგიჩნდებათ.


სურამის ციხე Сурамская крепость


სურამის ციხე

აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სურამის ციხე საქვეყნოდ მისი ლეგენდითაა ცნობილი, რომელიც კედელში ცოცხლად ჩამარხული ბიჭის შესახებ გვიამბობს. ციხეს ისტორიულად უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული წონა ჰქონდა. ერთხელ აჯანყებულ ქართველ თავადებთან ერთად ნადირ შაჰი ცდილობდა ციხის აღებას. მათ სურამის ციხე ვერც მოლაპარაკებებისა და ვერც ყუმბარების დაშენით ვერ შეარყიეს.

ციხის ტერიტორიაზე გაერთიანებულია რამდენიმე ობიექტი: გალავანი-ციხე, წმ. გიორგის ეკელსია, კოშკი და სასახლე. უწინ ციხეს გვირაბი ჰქონია, რომელიც დაახლოებით 16 მეტრის სიღრმის იყო. სავარაუდოდ, მისი მთავარი დანიშნულობე ციხის სასმელი წყლით მომარაგება იყო, რაც იმით აიხსნება, რომ გვირაბი უკავშირდებოდა მდინარე სურამულას.


ლიახვის ეროვნული პარკი

დაახლოებით 7 ჰექტარზე გადაჭიმული ლიახვის ეროვნული პარკი უამრავ საინტერესო ბუნებრივ ძეგლს იტევს. ლიახვის ნაკრძალის შექმნა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთული კალთებისთვის დამახასიათებელი: წიფლნარი, მუხნარი და რცხილნარი ტყეებისა და იქ არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება.

თვალუწვდენელ სიმწვანესთან ერთად აქ ბინადრობს სხვადახვა ძუძუმწოვარი, რომელთა შენარჩუნება და გამრავლება პარკის მთავარი მიზანია. ლიახვის ნაკრძალში კეთილშობილ ირემსაც შეხვდებით, რომელიც ცენტრალური კავკასიონის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ გვხვდება.


DJI_0586


ატენის სიონი

გორიდან 10 კილომეტრით დაშორებული, ატენის ხეობაში შეხვდებით კლდეებში ჩაფლულ ტაძარს - ატენის სიონს. აქაურობა განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა. მორთულობებითა და სხვადასხვა გამოსახულებებით განთქმულ ტაძარს ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხვრის თავის გამოსახულებებს შეხვდებით. სამხრეთ შესასვლელი, სადაც ერთ დროს კარიბჭე იდგა, მორთულია ორმაგი ბურთულებიანი კაპიტელებითა და დეკორატიული ნახევარსვეტებით.

ტაძრის ინტერიერში გამოვლინდა უძველესი დეკორის ფრაგმენტები, რომლებიც შესრულებულია წითელი საღებავით. გუმბათში გამოსახული ჯვარიც სწორედ ასეთივე საღებავითაა შემოხაზული. ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია.


DJI_0556


ყინწვისის მონასტერი

თუკი ეძებთ წმინდა ადგილს, რომელიც დიდ ისტორიას გვიამბობს და თან გარშემორტყმულია აურაცხელი სიმწვანით - მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ყინწვისის მონასტერს. ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს გამორჩეული ისტორიის მატარებელი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აერთიანებს წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, ღვთისმშობლის ეკლესიას, მცირე ეკლესიას, გალავანსა და კოშკ-სამრეკლოს.

არქიტექტურა ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალიზმითაა შექმნილი. ძირითდად კომპლექსის შენება XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ წმ.ნიკოლოზის ეკლესიის მეორე სართულზე საიდუმლო ოთახებია, რომლებში მოხვედრაც ქვედა სართულის გადახურვას დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბითაა შესაძლებელი.

არქიტექტურის მსგავსად, ყინწვისის მოხატულობაც გამოირჩევა განსაკუთრებული ფერწერულობით. შუა სათავსის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია ზაზა ფანასკერტელი, რომელიც XV საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწე იყო. ყინწვისის ფრესკები ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.


Bateti Lake, Dzama Gorge, ტბა Озеро Батети


ბატეთის ტბა

ალბათ გინახავთ ფილმებში ფანტასტიკური სილამაზით გამორჩეული ბუნება, ტბები და ერთხელ მაინც გინატრიათ იმ ადგილზე მოხვედრა. საბედნიეროდ საქართველოში ანალოგიურად ღვთაებრივი სილამაზის მიდამო გვაქვს ძამას ხეობაში. აქ ბუნება ყოველ სეზონზე სხვადასხვა ფერადაა შეღებილი, გაზაფხულობით კი თითქმის ყველა ფერს შეხვდებით.

ბატეთის ტბა სწორედ ეს ზღაპრული ადგილია. აქაური წყალი არც სათევზაოდ და არც საცურაოდ არ გამოდგება. ტბაში ბინადრობს წითელ წიგნში შეტანილი შუააზიური ტრიტონი. როგორც ერთ დღიანი მოგზაურობისთვის, ასევე ხანგრძლივი დარჩენისთვისაც აქაური მიდამო მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რადგან ადვილად მოიძებნება საბანაკე ადგილები.

ტბისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ფეხით დაახლოებით 3 კილომეტრს შეადგენს, ათეულობით ისტორიული ძეგლის (ეკლესია-მონასტრები, ციხე-კოშკები) მონახულება შეგიძლიათ.


ქვათახევის მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი, church, monastery complex


ქვათახევის მონასტერი

საქართველო ნამდვილად გამოირჩევა წმინდა ნაგებობების სიმრავლით. თან, აღსანინავია, რომ მათი მნიშვნლევანი ნაწილი ძირითადად ბუნების შუაგულშია ნაშენები. ეს როგორც მშვიდ ატმოსფეროს, ასევე განსაკუთრებულ ხედებს ქმნის. ქვათახევის მონასტერი სწორედ იმ წმინდა ადგილთაგანია, რომელიც გამოირჩევა როგორც არქიტექტურული, ასევე ბუნების სილამაზით.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები. მონასტერმა უამრავ რთულ პერიოდს გაუძლო. ერთხელ სოფლის მცხოვრებლები ქრსიტიანობის უარყოფას არ დასთანხმდნენ და ამის გამო მტერმა ისინი ეკლესიაში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. გადმოცემის თანახმად, საძირკველში ღვთისმშობლის ტანსაცმლის ნაწილი არის ჩატანებული.მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.




გორის ციხე

გორის ციხე ძველი დროიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია. აქაურობის აღება პირდაპირ ნიშნავდა მთლიან შიდა ქართლზე ბატონ-პატრონობას. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ უწინ ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. ციხის ძირითადი ნაწილი როსტომ მეფებ XVII საუკუნის 30-იან წლებში ააგო.

ციხე-სიმაგრის ძველ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი, ხოლო შემდეგ რიყის ქვითაა ნაგები. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხრეთ კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით პატარა ეკლესიის ნანგრევებია.


რკონის მონასტერი, church , monastery complex


რკონის მონასტერი

ნასოფლარ ტერიტორიაზე გაშენებულ რკონის სამონასტრო კომპლექსს მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მონასტერმა უამრავ რთულ პერიოდს გაუძლო. 1905 წელს, აქ სახელოსნო-ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს ამზადებდნენ.

რკონის სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე ნაგებობას: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სამლოცველო, სატრაპეზო, კარიბჭე, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია და ბერების სენაკები.

კომპლექსის ტერიტორიაზე შეხვდებით თამარის ხიდს, რომელიც მდინარე თეძამზეა გადებული. ის ფეოდალური ხანის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს და დღემდე ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემონახული.

თეგები: #ბატეთის ტბა #სურამი #შიდა ქართლი #ლიახვის ეროვნული პარკი #ატენის სიონი #ყონწვისის მონასტერი #ქვათახევის მონასტერი #გორის ციხე #რკონი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი