სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოში მდებარე რეგიონია და მოიცავს სამცხის, ჯავახეთის და თორის ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ტერიტორიებს. მისი ადმინისტრაციული
ცენტრია ახალციხე. რეგიონს აქვს გამორჩეული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რაც ხელს უწყობდა საუკუნეების განმავლობაში მის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სამცხე-ჯავახეთი უდიდესი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მხარეა და ბევრი ქრისტიანული თუ წინარექრისტიანული
ძეგლი შემოგვინახა. ის ასევე მდიდარია მრავალფეროვანი ბუნების ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით.
ისტორია
სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის, იგივე ზემო ქართლის ნაწილია. მესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგადი სახელწოდებაა. ძველი ისტორიული მესხეთი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი) და ჭოროხის აუზს მთლიანად (კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი, ლაზეთი, ნიგალი, ასისფორი, თორთუმი, ბასიანი). გარკვეული პერიოდი აჭარაც და გურიაც შედიოდა მესხეთის შემადგენოლბაში. ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.
სამცხის სახელწოდება სამხრეთ ქართული ტომის, მესხების სახელიდან (მესხი-სამესხე-სამცხე) მომდინარეობს. მისი უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური. სამცხე XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.
ჯავახეთი პირველად ურარტუს მეფის, არგიშთი I-ის წარწერაში მოიხსენება, როგორც დაპყრობილი მხარე. უძველესი დროიდანვე ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო ოყო. XVI საუკუნეში ჯავახეთი სამხრეთ საქათველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ამ დროს ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რაიონებში - ქართლსა და იმერეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილებმა იძულებით ისლამი მიიღეს.
XIX საუკუნის I ნახევარში ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადმოსახლებული რუსული მოსახლეობა — დუხობორები.
სამცხე-ჯავახეთი დღემდე ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია.
კულტურა
კულტურული მრავალფეროვნების მხრივ სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა. აქ დღემდეა შენარჩუნებული მრავალი სახალხო დღესასწაული (შოთაობა, ვარძიობა, საფარობა, ბერიკაობა, ბერობანა, შუამთობა, ჯივანობა და ა.შ), რომლებიც გამოჩენილი პირების სახელებთან და ადგილობრივ ტრადიციებთან არის დაკავშირებული.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს მესხური სამზარეულო, რომელიც განსხვავებული
და ინდივიდუალურია. აქ პურის ტრადიციული სახეობების გარდა, როგორიცაა ლავაში და შოთი, აცხობენ სომინს, კაკალას, უხას, ბაზლამას და ჩაწეკილ პურს. განსხვავებულია აქაური ჩურჩხელაც, მესხები ჩურჩხელის ამოსავლებად თათარის ნაცვლად თუთის ბაქმაზს იყენებენ. საქართველოს ამ კუთხეში ტყლაპებსა და ჩირეულობას გამორჩეულ ყურადღებას უთმობენ და ფართო ასორტიმენტში თუთის ტყლაპი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თუთის ტყლაპის გარეშე არ არსებობს არცერთი ქორწილი და დღესასწაული. სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით განვითარებული მეცხოველეობაა, ამიტომაც მათი სამზარეულო რძის ნაწარმით და ხორცის კერძებით არის მდიდარი. მესხური სამზარეულოს მწვერვალი ტენილი ყველია. იგი წარმოადგენს ნაღებში დავარგებულ ჩეჩილ ყველს, რომელსაც ქოთნით ინახავენ. აქვს ნაზი კონსისტენცია და ძალიან სასიამოვნო ნაღების არომატი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოში ერთადერთი კუთხეა, სადაც ლოკოკინებს საკვებად მოიხმარენ. საქართველო
ღვინის ქვეყანად ითვლება. მესხეთი მეღვინეობის კუთხითაც უნდა გამოვყოთ. იგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში
მევენახეობის
ერთ-ერთი ყველაზე
მაღალმთიანი
რეგიონია.
ვაზი
აქ
ზღვის
დონიდან
900-1700 მეტრ
სიმაღლეზე
გვხვდება.
რაც შეეხება მესხურ სამოსს, ამ თემაზე ცნობები საკმაოდ მწირია. როგორც ცნობილია, მესხური სამოსი ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ოსმალურმა, ისე სომხურმა კულტურამ. ქართველი ეთნოგრაფი, სერგი მაკალათია დაბალი ფენის მესხი ქალის ჩაცმულობას ასე აღწერს: "ქალები იცვამდნენ კალთიან კაბას, ნაოჭიანს და წინ გახსნილს. შიგ ეცვათ წითელგულიანი პერანგი, რომელიც ვერცხლის ღილებით იკვრებოდა. პერანგზე ატარებდნენ "ზუბუნს". კაბის საგულეს იკრავდნენ "ანდუსტით" და ვერცხლის ძეწკვით. ქალები ქვეშ ატარებდნენ გრძელ შარვალს, რომელსა ტოტი (ბოლოები) მოქარგული ჰქონდათ, ოქრომკედითა და ფერადი ძაფებით. კაბის წინ იკეთებდნენ დაჭრელებულ საფარს - "ფეტემალს". სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში მხოლოდ ქალის ტანსაცმლის და ისიც, მხოლოდ ერთი ეგზემპლარია გამოფენილი - მეცხრამეტე საუკუნის საზეიმო კაბა, რომელიც დიდგვაროვან ქალს ეკუთვნოდა.
გეოგრაფია და კლიმატი
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს.
ჩრდილოეთით
მას
იმერეთი
და
ქართლი
ესაზღვრება,
სამხრეთით
– თურქეთი,
დასავლეთით
– აჭარა-გურია.
რეგიონში
შედის
6 მუნიციპალიტეტი:
ახალციხე,
ადიგენი,
ასპინძა,
ახალქალაქი,
ბორჯომი
და
ნინოწმინდა. სამცხე-ჯავახეთში ჭარბობს რელიეფის ვულკანური ფორმები, მათვე მიეკუთვნება ჯავახეთისა და სამსარის ქედებიც, რომელთა მწვერვალები ტიპიური ვულკანური კონუსებია. რელიეფი მაქსიმალურ სიმაღლეს სწორედ სამსარის ქედზე აღწევს - მთა დიდი აბული 3305 მ. მხარის მთავარი მდინარე მტკვარია, რომელიც თურქეთიდან მოედინება, შენაკადებიდან მნიშვნელოვანია ფოცხოვისწყალი და ფარავნისწყალი. ჯავახეთი ძალიან მდიდარია
ტბებით, აქ მდებარეობს საქართველოს უდიდესი ტბა ფართობით - ფარავანი. ზოგადად რეგიონის
ლანდშაფტი და ჰავა მრაფალფეროვანია: მთაგორიანი რელიეფი, ვულკანური წარმოშობის
რამდენიმე პლატო, მთის სტეპები, ალპური და სუბალპური მცენარეულობა, მრავალი ხეობა და
მდინარე, დიდი და მცირე ზომის ტბები და ჭაობები. რეგიონის უმეტეს ნაწილში ზაფხული გრილია
(+15 +20℃), მცირეა ატმოსფერული ნალექი და ღრუბლიანობა, არ იცის ხანგრძლივი წვიმები.
ზამთარი ცივი და თოვლიანია. ზამთარი უფრო მკაცრია ჯავახეთის ზეგანზე. თოვლის საფრის
სიმაღლე მაღალმთიან ნაწილში 40-50 სმ-ს აღწევს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი დაფიქსირებულია კარწახის ტბაზე -40℃.
რა ვნახოთ
სამცხე-ჯავახეთი უძველესი
ისტორიული მხარეა და მას ქართული კულტურის აკვანსაც კი უწოდებენ. აქ ნახავთ უძველესი
ცივილიზაციების მიერ აგებულ ციკლოპურ ციხე-ნამოსახლარებს, არქიტექტურითა თუ ფრესკული
ნიმუშებით გამორჩეულ ქრისტიანულ ძეგლებს. შოთა რუსთაველის სამშობლოში მოგზაურობისას
და აქაური ციხე-სიმაგრეების დანახვისას თვალწინ გაგიცოცხლდებათ ვეფხისტყაოსნისეული
ქაჯეთის ციხე. მესხეთი გარდა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა, მდიდარია მრავალფეროვანი
ბუნების ძეგლებით. შეგიძლიათ ესტუმროთ ულამაზეს ტბებს, დატკბეთ გრილი ხეობებითა და
ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტებით, თვალი შეავლოთ უნიკალურ, მილიონობით წლის წინანდელ
განამარხებულ ფლორას. სამცხე-ჯავახეთში ფრინველების, ცხოველებისა და მცენარეების კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს მრავლად ვხვდებით, მათ შორის წითელ წიგნში შესულ ჯიშებსაც. ეს მხარე ნამდვილი ოქროს საბადოა ფრინველებზე დაკვირვებისთვის. რეგიონში გვხვდება ობსიდიანის, აქატის, მურა ნახშირის და პერლიტის საბადოები. აბასთუმნის ობსერვატორიიდან კი ვარსკვლავებს შეგიძლიათ დააკვირდეთ.
ბუნება
კულტურული ძეგლები
კურორტები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვარატომ აღმოჩნდა სამცხე ჯავახეთის ნაწილი
აააა
გამარჯობა ერთი კითხვა მაქვს, რატომ უწოდებენ სამცხე-ჯავახეთს საქართველოს სამხრეთცკარიბჭეს?
არა
მოგესალმებით ვარ საოჯახო სასტუმროს მფლობელი როგორ განვათავსო რეკლამა თქვენს გვერდზე
რა სამეურნეო და ეკონომიკური კავშირი ქინდა სამცხე ჯავახეთს ქართლთან?
მოგესალმებით, ორივე მხარეში მემინდვრეობა იყო განვითარებული
👍
მაინტერესებს სამცხე-ჯავახეთის მდგომარეობა მე-16 საუკუნეში
რატომ აკეთებედნენ სამცხეში ტერასებს?
რა სამეურნეო-ეკონომიკური კავშირი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთს ქართლთან
რატომ სჭირდება მიწათმოქმედებას მესაქონლეობა? და რა სარგებელს იღებს მისგან
რატო უწოდებდნენ ჯავახეთს საქართელოს სამხრეთ კარიბჭეს?
Mec eg mainteresebs da ver vnaxe
მეც მაინტერესებს
კონკრეტულად რამდენი და რა ადგილრბშია ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ჰოსტელები და რა ფასებში
სალამი, შეგვიძლია გირჩიოთ სასტუმრო: Home + წალკაში https://georgiantravelguide.com/ka/sastumro-home
კონკრეტულად რამდენი და რა ადგილრბშია ბიუჯეტური მოგზაურებისთვის ჰოსტელები და რა ფასებში
რა სამეურნეო-ეკონომიკური კავშირი ჰქონდასამცხე-ჯავახეთს ქართლთან და რატომ?
რატომ შეიცვალა სამცხე-ჯავახეთის საზღვრები საუკუნეების განმავლობაში?
მოგესალმებით, საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა საქართველოს საზღვრები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის. ხან გვემატებოდა მიწები და ზოგჯერ ომების შედეგად ვკარგავდით ტერიტორიებს. შესაბამისად სამცხე ჯავახეთის საზღვრების ცვლილებებიც ამ პოლიტიკური პროცესების ნაწილია.
სამცხე ჯავახეთის გარდა სად აშენებდნენ ბანიან სახლებს? რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის? მადლობა წინასწარ
რატომ აკეთებდნენ სამცხეში ტერასებს?
ტერასებს იყენებენ ისეთ სიტუაციაში როდესაც ნაკლებია სასოფლო-სამეურნეო მიწა.
მინდა რომ შევადგინოთ მარშრუტი კახეთიდან სამცხე ჯავახეთში და მინდა რომ მივიდე ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში და რის შემდეგ რას გავივლი სად მივალ და როგორ მოვხვდები ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში? იქნებ დამიწეროთ. მადლობა წინასწარ
მოგესალმებით, კახეთიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოსახვედრად აუცილებელია ჩახვიდეთ ქალაქ ბორჯომშ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს ქალაქ ბორჯომში, მესხეთის ქუჩა 23-ში. ეროვნულ პარკში რამოდენიმე ბილიკია, მათ შორის არის ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი, რომელიც არის მოკლე მარშრუტი და მისი გავლა 1.5 საათშია შესაძლებელი.
რით აიხსნება რომ სამცხე ჯავახეთში მრავალრიცხოვანი ციხე სიმაგრეების, კლდეში ნაკვეთი სამალავების, კომპლექსების არსებობა??
შემოსევების გაზრდილი რისკით. ისტორიულად სამხრეთ და აღმოსავეთ საქართველო უფრო ხშირად ხდებოდა მტრის მსხვერპლი.
მადლობა
სამცხე-ჯავახეთის ქალაქებიდან რომელია ტერიტორიულად დიდი
სამწუხაროდ არ არსებობს თითოეული ქალაქის ოფიციალური საზღვრების ელექტრონული მონაცემები, რათა შესაძლებელი იყოს ზუსტი ფართობის გამოთვლა და შედარების გაკეთება.