დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
05 იანვარი, 2021

საქართველოს ეროვნული პარკები

საქართველო ბუნების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთები, ხელუხლებელი ტყეები, ტბები, მდინარეები და შავი ზღვის შესანიშნავი სანაპირო ზოლი ბევრ მოგზაურსა თუ ტურისტს იზიდავს. თუმცა ამ ყველაფრის შენარჩუნება ყოველდღე უფრო და უფრო რთული ხდება.

ეროვნული პარკი იქმნება საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივად გამორჩეული ეკოსისტემის და მასში არსებული ბიომრავალფეროვნების დასაცავად და შესანარჩუნებლად. ეროვნულ პარკებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკოტურიზმის განვითარებაში.

საქართველოში პირველი ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა და იგი "თბილისის ეროვნული პარკი" გახლავთ. 1995 წელს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების ეროვნული პარკი დაარსდა რომელიც დღეს ყველასთვის საყვარელი"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი" არის.

საქართველოში 13 ეროვნული პარკია, რომლებიც მოგზაურებს ბევრ საინტერესო მარშრუტს სთავაზობენ.


algeti national park

1. ალგეთის ეროვნული პარკი


ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. იგი მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. ალგეთის ეროვნულ პარკში თქვენ დაგხვდებათ ულამაზესი ლანდშაფტი და ხედები. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი”. - 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი. ალგეთის პარკშ ვიზიტამდე საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრში, რომელიც დაბა მანგლისში მდებარეობს.


2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს იმერეთის, ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებს. მისი საერთო ფართობი 107 083 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 1%-ზე მეტია. იგი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნული პარკია საქართველოში. მასში 12 კეთილმოწყობილი და მარკირებული ბილიკია. ზოგ მათგანზე წელიწადის ნებისმიერ დროსა ლაშქრობა შესაძლებელი, ხოლო ზოგი მათგანი ზამთარში დიდთოვლობისა და ზვავის საშიშროების გამო იკეტება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბორჯო-ხარაგაულის ეროვნულ პარკს წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. თუმცო მოლაშქრეებსა და მოგზაურებს შემოდგომის პერიოდი გვხიბლავს, რადგანაც შესაძლებლობა გვეძლევა ირმის მყვირალობას ვუსმინოთ, და თუ განსაკუთრებით იღბლიანები აღმოვჩნდით, ირმებიც კი გადავიღოთ. ეროვნული პარკის ყველა სეზონის ყველაზე პოპულარული ბილიკებია: ლომისმთის ბილიკი და თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი.

ეროვნულ პარკში ვიზიტისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრები მდებარეობენ ბორჯომსა და ხარაგაულში.


მიჯნისყურე ვაშლოვანის ეროვნული პარკი Mijniskure Vashlovani National Park

3. ვაშლოვანის ეროვნული პარკი


ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპლაიტეტში. იგი მოიცავს შირაქის ველის ტერიტორიას და უდავოდ ყველაზე გამორჩეული ლანდშაფტის მქონე ეროვნული პარკია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს ერთ და მრავალდღიან მარშრუტებს. ვაშლოვანის ჰავა მშრალი და ზომიერია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით გაშლილ ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.

ვაშლოვანში მოგზაურობას პირადად მე სავანაში მოგზაურობას შევადარებდი, უკიდეგანო მინდვრები, გარეული ცხოველები, მომთაბარე მეცხვარეები, უამრავი ფრინველი და უდარდელად მოკუნტრუშე ლიკლიკები. ვაშლოვანის ლანდშაფტი საოცრად ლამაზია. მთები, რომელიც მარსის ზედაპირს მოგაგონებთ, ზაფხულის მზეზე გამომშრალი ბალახი, და სიცხე აუცილებლად დაგიტოვებთ შთაბეჭდილებას რომ აფრიკის კონტინენტზე ხართ და იქ მოგზაურობთ ველირ გარემოში. ტალახის ვულკანების ნახვა თუ გნებავთ, ეგეც არის და თამამად შეგიძლიათ შეიყვანოთ აუცილბლად სანახავი ადგილების ჩამონათვალში.

ვაშლოვანის ყველაზე თვალწარმტაცი მიმართულებები და მარშრუტები კი ჩემი აზრით მიჯნისყურე და კაკლისყურეა, სადაც მდინარე ალაზანი საოცრებებს ქმნის.

ეროვნულ პარკში ვიზიტისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია.


საბადურის ტყე - Sabaduri forest

4. თბილისის ეროვნული პარკი


თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს. თბილისი ეროვნული პარკი იდეალურია ერთ დღიანი ლაშქრობებისა და განტვირთვისათვის. პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები.

თბილისის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულისა და სახეობის მარშრუტს. მათ შორის: სამი (მარტივი, საშუალო და რთული სირთულის) ველო მარშრუტი, ერთი საფეხმავლო და საცხენოსნო საშუალო სირთულის ბილიკი (ზედაზენი-დიდველი-მამკოდა), რომელიც მარკირებულია და მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილებით, ბილიკზე შესაძლებელი კარვებში ღამისთევაც.


tusheti national park

5. თუშეთის ეროვნული პარკი


თუშეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თუშეთში. ეს არის ულამაზესი ტყეების, მდინარეების, მთებისა და თუშური სოფლების საოცარი კომბინაცია. თუშეთის ეროვნული პარკი დამსვენებლებს ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს, ხოლო წლის დანარჩენ დროს, მისკენ მიმავალი გზა თოვლითაა დაფარული და იქ მოხვედრა შეუძლებელია. თუშეთის ეროვნულ პარკში განლაგებულია სხვადასხვა თუშური სოფლები, სადაც მოსახლეობა ზამთარშიც კი რჩება.

ევროპაში ყველაზე მარალი სოფელიც თუშეთშია და მას ბოჭორნა ეწოდება. იგი ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს და საოცარ სანახაობას ქმნის. თუშეთი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ძირითად ტყის საფარს წიწვოვანი ხეები წარმოადგენს, რომლის ყვავილობაც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. თუშეთში მრავლადაა გარეული ცხოველები: დათვი, მგელი, მელია, კურდღელი, ირემი, ნიამორები და ა.შ. თუ თუშეთში იქნებით აუცილებლად მოინახულეთ კესელოს კოშკები, სოფლები დართლო და შენაქო.

თუშეთის ეროვნული პარკი დამსვენებლებს 11 ტურისტულ მარშრუტს სთავაზობს, როგორც 1 დღიანს ასევე მრავალ დღიანს. თუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს სოფელ ომალოში.


IMG_1210

6. კინტრიშის ეროვნული პარკი


კინტრიშის ეროვნული პარკი - მდებაორებს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მეტრ სიმაღლეზე. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წელს, დაარსების მიზანი იყო შუამთის რელიქტური ტყეების და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვა.

კინტრიშის ეროვნულ პარკს თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

კინტრიშის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს 3 სალაშქრო ბილიკს: ხინოს ჩანჩქერი; ტბიყელის ტბა; თამარის თაღოვანი ხიდი.

ეროვნულ პარკში ვიზიტისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია.


ოქროს ტბა, ფოთი, სამეგრელო - Golden Lake, Poti, Samegrelo

7. კოლხეთის ეროვნული პარკი


კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველში მდებარეობს, და მოიცავს შავი ზღვის სანაპიროს, პალიასტომის ტბისა და მდინარე ფიჩორის მიდამოებს. კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUSN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

კოლხეთის ეროვნული პარკი მართლაც რომ ულამაზესი პარკია. შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო, პალიასტომის ულამაზესი ტბა და მასზე გადამფრენი ფრინველები ულამაზეს სანახაობას ქმნიან.

ეროვნულ პარკში ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია დაუკავშირდეთ ვიზიტორთა ცენტრს.


ტყუპი ჩანჩქერი, მაჭახელას ეროვნული პარკი, აჭარა - Twin Waterfall, Machakhela National Park, Adjara

8. მაჭახელას ეროვნული პარკი


მაჭახელას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. პარკი დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით. მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინტერესის საგანს წარმოადგნეს ისეთი კულტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა: სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები.

პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი: მთავარანგელოზის ბილიკი, ქოქოლეთის ბილიკი, ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი.

ეროვნულ პარკში ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია დაუკავშირდეთ ვიზიტორთა ცენტრს.


Mtirala National Park, Tourist shelter

9. მტირალას ეროვნული პარკი


მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში და ვიზიტორებს საოცრად ლამაზ გარემოს სთავაზობს. მტირალას ეროვნული პარკი იდეალურია სალაშქროდ და დასასვენებლას. აქ გხვდებათ კეთილმოწყობილი ბილიკები და კოტეჯი, რომელიც მოლაშქრეების საყვარელი ადგილია. ულამაზესი პანორამები და ბუნება საუკეთესო ადგილია ფოტოების გადასაღებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს ბევრ გასართობ ღონისძიებას, როგოებიცაა: ზიპლაინი, ცხენებით მომსახურება, თოკების პარკი და საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. მტირალას ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით და ეს საუკეთესო პერიოდია თუ თქვენ ფრინველებზე დაკვირვება გიყვართ.

მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს 2 სალაშქრო ბილიკს სთავაზობს: წაბლნარის ბილიკი და ცივწყარო.

ეროვნულ პარკში ვიზიტის დასაგეგმად აუცილებელია დაუკავშირდეთ ვიზიტორთა ცენტრს.


შატილი, ხევსურეთი - Shatili, Khevsureti

10. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი


ფშავ ევსურეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და მდებარეობა მნახველს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება.ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში, უნიკალური ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებია: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო, ხოლო ყველაზე პოპულარულ მარშრუტს კი ტანიეს ტბა წარმოადგენს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორები მართლაც რომ სხვა სამყაროში ხვდებიან, ულამაზესი ბუნება, კლდეზე შეფენილი სოფლები და კოშკები, ხევსურული ტერასები და ტრადიციული სამზარეულო. ეროვნული პარკი მდიდარია ფლორითა და ფაუნით, აქ ისეთ ცხოველებს შეხვდები როგრებიცაა: დათვი, მგელი, მელია, ტურა, ჯიხვი, არჩვი და ა.შ.


Gveleti Waterfall - გველეთის ჩანჩქერი

11. ყაზბეგის ეროვნული პარკი


ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში. ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 9030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს.

ყაბეგის ეროვნული პარკის ყველაზე ნახვადი და პოპულარული ადგილებია: გერგეტის სამება და მყინვარწვერი. ყაზბეგის ეროვნული პარკი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სალაშქო, საცხენოსნო და ველო მარშრუტებს.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდის ცენტრში.


კარწახის ტბა - Kartsakhi lake

12. ჯავახეთის ეროვნული პარკი


ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. ეროვნული პარკის ფართობია 14,200 ჰექტარი. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში აგრეთვე შეიქმნა ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბის, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები.

ჯავახეთის ზეგანზე უამრავი ტბაა, სწორედ აქ მდებარეობს საქართველოში ყველაზე დიდი ფარავნის ტბა. იგი ზამთარში იყინება, ზაფხულშ კი უამრავ გადამფრენ ფრინველს მასპინძლობს. ჯავახეთის ეროვნული პარკი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ფრინველებზე დაკვირვება უყვარს.

ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის. ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ.

ჩვენი რჩევა იქნება აუცილებლად ეწვიოთ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს და დატკბეთ ამ უჩვეულო გარემოთი.


13. ერუშეთის ეროვნული პარკი

2020 წელს დაცულ ტერიტორიებს დაემატა ერუშეთის ეროვნული პარკი, რომლის შექმნისა და მართვის შესახებ კანონი მიღებულია და ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად ერუშეთის ეროვნული პარკი მალე შესთავაზებს ვიზიტორებს სხვადასხვა ბილიკებსა და სახის აქტივობებს.


რომ შევაჯამოთ, საქართველო მიუხედავად სიმცირისა მდიდარია ფლორითა და ფაუნით. აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ დასასვენებელ ადგილს, აუცილებლად აღმოაჩენთ ახალს და დატკბებით შესანიშნავი ხედებითა და პანორამებით. ეწვიეთ ეროვნულ პარკებს და გაიხალისეთ ყოველდღიურობა.


თეგები: #ლაშქრობა #ბუნება #ეროვნული პარკი #ცხენტური #ველობილიკი #ეროვნული პარკები #ველო მარშრუტი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი