შიდა ქართლი საქართველოს გულში მდებარეობს. რეგიონი 6 ადმინისტრაციული ტერიტორიისგან შედგება, ესენია: ცხინვალი, გორის მუნიციპალიტეტი, კასპი, ხაშური და ჯავა. დღეისათვის შიდა ქართლი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრანზიტს, რადგან აქედან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ წახვიდეთ. შიდა ქართლის ტერიტორია იკვეთება საერთაშორისო ჩქაროსნული ავტოსტრადებით, ხოლო რიკოთის გვირაბით უკავშირდება იმერეთს. შიდა ქართლი დახუნძლულია ბუნებრივი, არქიტექტურული თუ კულტურული მონუმენტებით. მათ შორის აღსანიშნავია ატენის სიონი, ყინწვისი, სამთავისი, უფლისციხე, რკონის მონასტერი, გორის ციხე, სურამის ლეგენდარული ციხე, ქვათახევი და ა.შ.

ისტორიული ციხესიმაგრე შიდა ქართლში აღმართული იყო გორში, მაღალ კლდეზე. როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, პირველი გამაგრებული ციხესიმაგრე თარიღდება ქრისტეს შობამდე IV-III საუკუნეებით. გორის ციხეს მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია ჰქონდა და შუა საუკუნეებში აკონტროლებდა მთელ მიდამოს შიდა ქართლისა. ციხესიმაგრე აგებულია რიყის ქვებით, რაც მეტად საინტერესო იერს სძენს. ციხის გარეგანი მხარე ოვალურია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თავდაცვითი გალავნები აქვს, ხოლო სამხრეთით კი- თაღოვანი კარიბჭე. მახლობლად შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთ ნანგრევები პატარა ეკლესიისა.

აღსანიშნავია გორში “სტალინის სახლ-მუზეუმი”, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ეს არის საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, მსოფლიოს უდიდესი ლიდერისა და დიქტატორის იოსებ ჯუღაშვილის, იგივე სტალინის დაბადების ადგილი, სახლი, სადაც გაატარა თავისი ბავშვობის წლები. მუზეუმი პირველად 1939 წელს გაიხსნა და რამოდენიმე ნაწილისგან შედგება:
1.ერთსართულიანი ოროთახიანი აგურის შენობა, სადაც სტალინი დაიბადა და ცხოვრობდა 1883 წლამდე. ეს ოთახები მისი პირადი ნივთებითაა დახუნძლული და ოჯახის ისტორიასაც “მოგვითხრობს”.
2. მარმარილოს თავდაცვითი თავშესაფარი.
3.ორსართულიანი სტალინის მუზეუმი, 6 დარბაზით. თითოეული დარბაზი ასახავს მის ბიოგრაფიულ პერიოდებს და ეტაპებს.
4. მატარებელი- “ლეგენდარული ვაგონი”, რომლითაც მოგზაურობდა სტალინი თავისი ცხოვრების მეორე ნახევარში და ესწრებოდა საერთაშორისო კონფერენციებს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასე თვითმფრინავის ეშინოდა, ამიტომ ეს ვაგონი სტალინის განუყრელ ნაწილად იქცა).
5.და ბოლოს, 6 მეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი სტალინისა, რომელიც 1952 წელს შეიქმნა და თავდაპირველად გორის ცენტრში იყო აღმართული, 2010 წლამდე, მანამ სანამ ის სამუზეუმო ექსპონატებს არ შეუერთეს.

გორიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს გორიჯვარი, გორიჯვარის მთაზე. ადგილი გამორჩეული იყო თავისი კლიმატით და 90-იანებში არაერთი ქვეყნიდან იზიდავდა დამსვენებლებს თავისი სამკურნალო თვისებების გამო. ზამთარი, როგორც  წესი, ზომიერია, ცოტა თოვლით. ზაფხული ძალიან თბილი და მშრალი. დღეისათვის, გორიჯვარს ხალხი სტუმრობს მოქმედი აბანოს დამსახურებით, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

გორიჯვარიეს 

აქვეა ტანაც, რომელიც არა მხოლოდ სამკურნალო თვისებების გამო, აგრეთვე კულტურული მონუმენტებითაცაა ცნობილი და საინტერესო. ხეობის დასაწყისში ჯამჯამას კლდოვანი მასივია, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აგრეთვე, მის მახლობლადაა უმშვენიერესი ჩანჩქერი- ბიისი. ტანას ხეობის ჩანჩქერი ზამთარში, როგორც წესი, იყინება და ერთ-ერთი აღმაფრთოვანებელი სანახაობაა. თებერვლის დასაწყისში აქ იმართება ხოლმე ფესტივალი ცოცვაში, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მცოცავებს, აგრეთვე მოყვარულებსაც.

გორიდან 10 კილომეტრში უფლისციხეა, მდინარე მტკვარის მარცხენა სანაპიროზე. ეს არის საქართველოსი ერთადერთი მონუმენტი, რომელსაც დღემდე თავისი პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელის რეგიონიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს, მდინარე ძამას მთაგორიან ხეობაზე. სამონასტრო კომპლექსი შედგება წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისგან, ქალწულ მარიამის ეკლესიისგან, წმ. გიორგის ეკლესიისგან და ორსართულიანი სამრეკლოს ნარჩენებისგან. ის XII-XIII საუკუნეებში დაარსდა სამეფო საბჭოს ბრძანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობრივად გახლავთ გუმბათოვანი ეკლესია წმ. ნიკოლოზისა, რომელიც მოხატულია XII საუკუნეში მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძის მიერ, და ერთ-ერთ შეუდარებელ შედევრს წარმოადგენს.

სურამის ციხე აგრეთვე გამორჩეული სანახაობრივი ადგილია. კომპლექსი შეიცავს გალავანს, კოშკს, სასახლესა და წმ. გიორგის ეკლესიას. როგორც ყველა ციხესიმაგრეს, ამ საფორტიფიკაციო ნაგებობასაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც 12-16 მეტრამდე სიღრმის იყო. წლების განმავლობაში სურამის ციხე იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაძლიერებული თავდაცვითი ნაგებობა და უძველეს წყაროებში მოიხსენიებდნენ, როგორც “ძლიერ კოშკს”.